Thumbnail

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტად თავის ვეფხვთან ფეხბურთის თამაში უყვარს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გაიცანით ფაიქ ბოლკია, მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი.
  • ფაიქი ბრუნეის სულთნის ძმიშვილია, მის ოჯახი 20 მილიარდი დოლარის პატრონია.
  • ფაიქს ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში უყვარს, მან ლესტერთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლეო მესი, კრიშტიანო რონალდო, ნეიმარი... ფიქრობთ, რომელიმე მათგანია მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი? არავითარ შემთხვევაში! - მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ლესტერ სიტის 19 წლის ნახევარმცველი ფაიქ ბოლკიაა. 

ფაიქ ბოლკია

ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებით, ფაიქს ფული ფეხბურთის თამაშით არ უშოვნია, იგი ბრუნეის სულთნის, ჰასან ბოლკიას ძმიშვილია.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი ფეხბურთელია, ბოლკიას ფეხბურთში ფული საერთოდ არ აინტერესებს, რადგან მისი ოჯახი 20-მილიარდიანი (დოლარებში) ქონების პატრონია.

ბრუნეის სულთანი ჰასან ბოლკია

ზოგი იკითხავს, რაში სჭირდება მას ასეთი სიმდიდრე? 

ფაიქს საკუთარ სასახლეში ცივ ნიავს არ აკარებენ

ძირითადად, ყველა სურვილის ასრულებისთვის. 19 წლის ფაიქის ყველაზე საყვარელი საქმიანობა ფეხბურთის თამაშია... საკუთარ ვეფხვთან.

19 წლის ფაიქი ბრუნეის ნაკრების კაპიტანია.

მამამისი ჯეფრი ბოლკია ცნობილია იმით, რომ ძვირფასი მანქანების უდიდესი (2 300) კოლექცია აქვს - მის გარაჟში ნახავთ უძვირფასეს ბენტლებს, როლს-როისებს და სხვებს. როცა მას 50 წელი შეუსრულდა, საკუთარ დაბადების დღეზე მან მაიკლ ჯექსონი დაიქირავა, რაშიც 14 მილიონი გადაუხადა.

ჯეფრი ბოლკია და მაიკლ ჯექსონი

ბოლკია ლესტერ სიტის აკადემიაში თამაშობს, ამ კლუბთან მან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2009 წელს ფაიქი ინგლისში სახელგანთქმულ საუთჰემპტონის აკადემიაში ვარჯიშობდა, მაგრამ მილიარდერ ბიჭს კონტრაქტი არ შესთავაზეს და ბრიტანეთში მისი მოგზაურობაც დაიწყო.

ფაიქი არსენალშიც იყო სინჯებზე, "ჩელსიმ" მას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ახალგაზრდამ თავისი მომავალი "მელიებს" დაუკავშირა. 

ფაიქი ლოს ანჯელესშია დაბადებული, იგი ბრუნეის სახელით ასპარეზობს და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ეროვნულ გუნდში უკვე 9 მატჩი დაუგროვდა, ფაიქმა სადებიუტო გოლის გატანაც მოახერხა. 

ბევრს უკვირს, რაში სჭირდება ფაიქს საერთოდ ფეხბურთის თამაში. ერთ-ერთ უიშვიათეს ინტერვიუში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი ამ კითხვაზე ასე პასუხობს:

"რაც თავი მახსოვს, სულ ფეხბურთს ვთამაშობ, როცა ბურთით დავრბივარ ყველაზე ბედნიერი ვარ. ჩემი მშობლები ყოველთვის მეხმარებოდნენ და მხარს მიჭერდნენ, ამიტომ ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ მაგალითს მათგან ვიღებ."  

კომენტარები

ბოლო ამბები