Thumbnail
  • თემურ ვაზაგაშვილი უოტფორდის აკადემიაში ჩაირიცხა
  • ქართველი ფეხბურთელი 16-წლამდელთა გუნდში ასპარეზობს

საბურთალოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის აღზრდილი კიდევ ერთი ფეხბურთელი გააგრძელებს კარიერას ევროპაში. 2003 წელს დაბადებული თემურ ვაზაგაშვილი უოტფორდის აკადემიაში ჩაირიცხა და 16-წლამდელთა გუნდში იასპარეზებს. ვაზაგაშვილმა ინგლისურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

საბურთალოს ვებგვერდთან ინტერვიუში თემურ ვაზაგაშვილი აღნიშნავს, რომ უოტფორდში სინჯებზე იყო, თავი გამოიჩინე და სწორედ ასე მოხვდა ინგლისური გუნდის აკადემიაში. თემურის თქმით, მან უკვე მიიღო მონაწილეობა ოფიციალურ შეხვედრებში, მათ შორის ტოტენჰემის, ვესტ ჰემის, ასტონ ვილას, კრისტალ პალასის და მიდლსბროს წინააღმდეგ.

ფოტო: fcsaburtalo.ge-დან

კომენტარები

ბოლო ამბები