Thumbnail

ოქროს ნაგვის ურნა ინტერის თავდამსხმელს - სერია A-ს წლის ყველაზე ცუდი ფეხბურთელი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • "ოქროს ნაგვის ურნა 2017" გაბრიელ ბარბოსა გახდა.
  • სერია A-ს წლის ყველაზე ცუდი ფეხბურთელი შარშანაც ინტერის მოთამაშე იყო.

ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ ბარბოსა, რომელიც მილანის ინტერის საკუთრებაა, იტალიის სერია A-ს წლის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად დაასახელეს. ინტერნეტპორტალი calciobidoni.it ცუდ მოთამაშეებს ყოველწლიურად ასახელებს და მათ სიმბოლურად, Bidone d'Oro-თი, ანუ “ოქროს ნაგვის ურნით” აჯილდოებს.

21 წლის გაბრიელ ბარბოსა ინტერში 2016 წელს გადავიდა და “ნერაძურიმ” სანტოსს მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადა. მას მერე ბრაზილიელი ინტერის ძირითად შემადგენლობაში ერთხელაც არ ყოფილა, მხოლოდ შეცვლებზე თამაშობდა და სერია A-ში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი.

გაბრიელ ბარბოსას ერთადერთი გოლი სერია A-ში
"გაბიგოლში" ინტერმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა

გაბრიელ ბარბოსა, რომელსაც მეტსახელად “გაბიგოლს” უწოდებენ, ახლა ბენფიკაშია განათხოვრებული, მაგრამ ასეთ მეტსახელს ლისაბონშიც ვერ ამართლებს.

“გაბრიელ ბარბოსაში გადახდილი 30 მილიონი ევრო წყალში გადაყრილი ფულია!” - ვკითხულობთ ხსენებულ იტალიურ პორტალზე. სხვათა შორის, ბარბოსა შარშან, იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა. წელს, მეორე ადგილზე ხუან იტურბეა, რომელიც ახლა რომადან ტიხუანაშია განათხოვრებული.

2009 წლის შემდეგ “ოქროს ნაგვის ურნა” ყველაზე მეტჯერ რიკარდო კუარეშმამ დაიმსახურა - ის ამ “ტიტულს” ორჯერ ფლობდა. შარშან იტალიის ჩემპიონატის “ოქროს ნაგვის ურნა” ასევე ინტერის ფეხბურთელი, ჟოფრეი კონდოგბია გახდა...

 

კომენტარები

ბოლო ამბები