Thumbnail
  • ქუთაისმა ოლიმპი 87:82 დაამარცხა
  • თბილისის დინამომ ბათუმს 79:66 სძლია

სუპერლიგის მე-7 ტური ორი საინტერესო მატჩით გაგრძელდა. გათამაშების ლიდერი, ქუთაისი ოლიმპს ესტუმრა, ხოლო თბილისის დინამო ბათუმს დაუპირისპირდა. ქუთაისი ოლიმპთან შეხვედრაში ფავორიტი იყო და 87:82 დაამარცხა მეტოქე. ძირითადად, თამაშის სცენარი იყო ასეთი: ქუთაისი ლიდერობდა, ოლიმპი კი მიახლოებას ცდილობდა, რაც რამდენჯერმე გამოუვიდა კიდეც, თუმცა დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილ გუნდს სტაბილურობა აკლდა და საბოლოოდ, მიზანს ვერ მიაღწია.

მეტნაკლებად თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, ქუთაისელებმა მესამე პერიოდში მოუმატეს. აკაკი დვალიშვილის, ლევან ფაცაციას და გიორგი ბარბაქაძის შედეგიანობით მასპინძლებმა ათწუთეული 18:11 მოიგეს. ბოლო პერიოდის წინ, სტუმრები 10 ქულით იგებდნენ, ხოლო ოლიმპი ჩამორჩენის აღმოფხვრას უშედეგოდ ცდილობდა. საბოლოოდ, ქუთაისმა 5-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

ქუთაისელებს 20 ქულით და 9 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა. 16 ქულა მოაგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ლევან ფაცაციას ანგარიშზე კი 14 ქულა და 8 მოხსნაა. ოლიმპში 31 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი. 19 ქულა და 8 პასი ჩარლზ ოგდენმა მიითვალა, ხოლო ნიკა დარბაიძის ანგარიშზე 13 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. 

მეორე შეხვედრაში, ბათუმმა თბილისის დინამოს უმასპინძლა და 66:79 დამარცხდა. ირაკლი ხოშტარიას გუნდისთვის ეს ზედიზედ მე-5 გამარჯვება იყო მიმდინარე სუპერლიგაში. სატურნირო ცხრილს 13 ქულით ქუთაისი ლიდერობს, 12-12 ქულა აქვთ თსუ-ჰიუნდაის და თბილისის დინამოს.

ქუთაისი 87:82 ოლიმპი
ფოტოები: GBF.GE-დან

 

კომენტარები

ბოლო ამბები