Thumbnail

გოგას სასტარტო და 12 ქულა - ბითაძის მარცხიანი დებიუტი ბუდუჩნოსტში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კრკა 69:64 ბუდუჩნოსტი
  • ბითაძე - 12 ქულა, 4 მოხსნა

ქართველი ფანები მოუთმენლად ელოდნენ გოგა ბითაძის ახალ გუნდში, პოდგორიცას ბუდუჩნოსტში დებიუტს და ის ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში შედგა. მონტენეგროს კლუბმა, რომელიც ლიგის მოქმედი ჩემპიონია სლოვენიურ ნოვო მესტოში აუტსაიდერ კრკა-სთან 64:69 წააგო. 

ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, კრკა-ს უპირატესობა თავიდანვე აშკარა იყო. ბუდუჩნოსტს ახალი კალათბურთელები ჰყავს და სიახლეების ძიებაშია. შესაბამისად გუნდი შეუთამაშებელია.

20 წლის გოგა ბითაძემ სასტარტოში დაიწყო და თანაგუნდელების ფონზე ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია - 25:46 წუთში 12 ქულა (2 სამქულიანი ჩააგდო), 4 მოხსნა, 2-2 ჩაჭრა და დაფარება და 1 პასი მიითვალა. 

28 დეკემბერს გოგას დებიუტს უკვე ევროლიგაზე ველით, ბუდუჩნოსტი მიუნხენის ბაიერნს სტუმრობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები