Thumbnail

ლოკომოტივის სენსაციური მარცხი პატარძეულის ვეფხვებთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლოკომოტივი 19:32 ვეფხვები
  • მოქმედი ჩემპიონი მესამე ადგილზეა, ვეფხვების მიზანი დიდ 10-ში დარჩენაა

დიდ 10-ში კონტინეტის ფარის გამო გადადებული მატჩი გაიმართა. თბილისის ლოკომოტივი პატარძეულის ვეფხვებს შეხვდა და იტალიაში მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ, მოულოდნელად დამარცხდა - 32:19.

ლოკომოტივმა პირველი ტაიმი 7:6 მოიგო, თბილისელებმა ლაშა გურგენიძის ორ ჯარიმას დაჩი კოპაძის ლელოთი და ბექა წიკლაურის გარდასახვით უპასუხეს.

ვეფხვებმა მეორე ტაიმში გაბროშვილისა და მამულაშვილის ლელოებით წინ გასვლა შეძლეს, ლაშა გურგენიძე კი შეუდარებელი სიზუსტით ასრულებდა ჯარიმებსა და გარდასახვებს. მან მატჩი 22 ქულით დაასრულა. ჩემპიონატის დებიუტანტმა მოქმედ ჩემპიონს მოუგო და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა.

მატჩის მიმოხილვა

წლის და მე-10 ტურის ბოლო მატჩი

წლის ბოლო მატჩი ლოკომოტივი (თბილისი) 19-32 ვეფხვები (პატარძეული) 🎥 რაგბი TV/Rugby TV

Posted by ლიდერბეთი დიდი 10 • Leaderbet Didi 10 on კვირა, 23 დეკემბერი, 2018

პატარძეულის ვეფხვები დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ლოკომოტივის მთავარი მიზანი კი ჩემპიონობის შენარჩუნებაა. ლოკომოტივი 32 ქულით მე-3 ადგილზეა. ვეფხვები 14 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ.

დიდი 10-ის ცხრილი 10 ტურის შემდეგ

დიდ 10-ში მე-10 ტურის დასრულებით 2018 წელიც ჩავამთავრეთ. მიმდინარე სეზონის ათი ტურის შედეგებით ლიდერთა სამეული ასე...

Posted by ლიდერბეთი დიდი 10 • Leaderbet Didi 10 on ორშაბათი, 24 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები