Thumbnail

სტიაუას მფლობელი: ქალი არაა ფეხბურთისთვის შექმნილი. ეს სატანის იდეაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუმინული კლუბის მფლობელი ქალთა ფეხბურთის წინააღმდეგ გამოდის
  • ჯიჯი ბეკალის აზრით, ქალის სხეული ფეხბურთის თამაშთან შეუსაბამოა
  • სტიაუას მფლობელისგან ეს პირველი პროვოკაციული განცხადება არაა

ცნობილი რუმინული საფეხბურთო კლუბის, ბუქარესტის სტიაუას მფლობელი ჯიჯი ბეკალი ქალთა ფეხბურთის განვითარების წინააღმდეგ გამოდის. ბეკალიმ თავისი კრიტიკული დამოკიდებულება გამოხატანა გავრცელებულ ხმებზე იმასთან დაკავშირებით, რომ უეფამ შესაძლოა ყველა საფეხბურთო კლუბს ქალთა გუნდის შექმნა დაავალოს.
  
"თუკი უეფა ქალთა გუნდის შექმნას მომთხოვს, ფეხბურთიდან სულ წავალ. არ შეიძლება უფლის ნების წინააღმდეგ წასვლა. როგორ უნდა ითამაშოს ქალმა ფეხბურთი? ის ამისთვის არაა შექმნილი. მისი სხეული ფეხბურთს არ შეესაბამება. ქალი შექმნილია იმისთვის, რომ იყოს ლამაზი, მოხიბლოს მამაკაცი. ქალები შეიძლება თამაშობდნენ ფრენბურთს, ხელბურთს, კალათბურთს, მაგრამ არ უნდა იყვნენ სპორტის აგრესიულ სახეობებში - ფეხბურთში, კრივში. ქალთა ფეხბურთი სატანური იდეაა",  - აქვეყნებს ბეკალის ნათქვამს Bleacher Report.

სტიაუას მფლობელი რუმინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია

ეს რუმინული გრანდის მფლობელის პირველი პროვოკაციული გამონათქვამი არაა. უწინ მას რასისტული და სექსისტური განცხადებებიც გაუკეთებია.

ჯიჯი ბეკალი სახელმწიფო მიწების კერძო მფლობელობაში უკანანოდ გასხვისებისთვის 3 წელიწადი ციხეში იჯდა.

კომენტარები

ბოლო ამბები