Thumbnail

ჰუმელსის აგენტი ლონდონშია - ბაიერნის მცველს პრემიერლიგაში თამაში უნდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მატს ჰუმელსი ინგლისის პრემიერლიგას უმიზნებს
  • 30 წლის მცველს ჩელსის და ტოტენჰემს უკავშირებენ

როგორც გერმანული სპორტული მედია იუწყება, დიდია შანსი, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მატ ჰუმელსმა მიუნხენის ბაიერნი დატოვოს და ინგლისის პრტემიერლიგაში გააგრძელოს კარიერა. 30 წლის მცველის პირადი აგენტია ლონდონშია და ორი ადგილობრივი კლუბის, ჩელსის და ტოტენჰემის მესვეურებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. გამომდინარე ფეხბურთელის სურვილიდან, ტრანსფერის ალბათობა მაღალია.

მატს ჰუმელსი 2016 წლიდან იცავს მიუნხენის ბაიერნის ღირსებას, იქამდე კი შვიდი წლის განმავლობაში დორტმუნდის ბორუსიაში ასპარეზობდა. ჰუმელსს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 70 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლი გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები