Thumbnail

სუპერლიგა | თსუ-ჰიუნდაი იგებს და ლიდერობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თსუ-ჰიუნდაიმ ბათუმი 13-ქულიანი სხვაობით დაამარცხა
  • საკალათბურთო სუპერლიგას ორი ლიდერი ჰყავს

საკალათბურთო სუპერლიგის მე-6 ტურში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს ქუთაისმა და თსუ-ჰიუნდაიმ. თუ ქუთაისის ლიდერობა მოსალოდნელი იყო, შედარებით მოულოდნელია თსუ-ს ასეთი წარმატებული ასპარეზობა, რადგან გასულ სეზონში ეს გუნდი ა ლიგაში თამაშობდა.

თსუ-ჰიუნდაიმ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, ამჯერად კი ბათუმი დაამარცხა, 83:70. ბათუმმა პირველი ნახევარი კარგად ჩაატარა და 39:36-ს იგებდა. მესამე ათწუთეულში თსუ-ჰიუნდაელებმა დაცვის ხარჯზე თამაში გამოასწორეს. პერიმეტრი გადაკეტეს და მეტოქეს შორი სროლები შეუზღუდეს, თავად კი სწრაფი შეტევებითა და საჯარიმოში პოზიციული თამაშით უპირატესობა მოიპოვეს. მესამე მეოთხედი ჰიუნდაიმ 20:15 მოიგო, ბოლო პერიოდის წინ ლიდერობა დაიბრუნა და საბოლოოდ, 13-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა.. 

გამარჯვებულებს 19 ქულით გიორგი კორსანტიამ ულიდერა. ჩარლზ მილიკენის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა, ხოლო ნიკა მეტრეველმა თსუ-ჰიუნდაის 14 ქულა მოუტანა. ბათუმში 24 ქულით საუეკთესო იყო ელჯეი ბუსი, ნოდარ გოგოძის ანგარიშზე კი 13 ქულაა. სატურნირო ცხრილს 11-11 ქულით ქუთაისი და თსუ-ჰიუნდაი ლიდერობენ.

თსუ-ჰიუნდაი 83:70 ბათუმი
ფოტოები GBF.GE-დან

 

კომენტარები

ბოლო ამბები