Thumbnail

სამპაოლი პელეს და ნეიმარის კლუბში - ხორხე ბრაზილიაში წავიდა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხორხე სამპაოლი ბრაზილიაში იმუშავებს
  • არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი სანტოსში დაინიშნა

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის შემდეგ უმუშევარი იყო, ახალი სამსახური იშოვნა. 58 წლის სპეციალისტი 2019 წლიდან ბრაზილიური სანტოსის დამრიგებელი იქნება. პელეს და ნეიმარის ყოფილმა კლუბმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. სამპაოლიმ კუკა შეცვაკა, რომელმაც თანამდებობა დეკემბრის დასაწყისში, გულის პრობლემების გამო დატოვა.

“სანტოსმა და სამპაოლიმ შეთანხმებას მიაღწიეს. უკანასკნელი დეტალები შაბათ-კვირას გახდება ცნობილი,” - ვკითხულობთ სანტოსის ტვიტერზე.

გავრცელებული ცნობების თანახმად, მუნდიალზე სამპაოლის და მესის კონფლიქტი ჰქონდათ

ხორხე სამპაოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების დამრიგებელი იყო - “ალბისელესტე” მუნდიალს მერვედფინალში, მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან გამოეთიშა (3:4). მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ მას ფეხბურთელებთან კონფლიქტი ჰქონდა. სანტოსმა 2018 წლის სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები