Thumbnail
  • ალისონი საოცარ ფორმაშია
  • ბრაზილიელის 92 წუთზე 'სეივით' წითლები ჯგუფიდან გავიდნენ...

გუშინ ლივერპულის ბრაზილიელმა კიპერმა - ალისონ ბეკერმა ენფილდზე საოცრად ითამაშა. ბრაზილიის ნაკრების მეკარე კარგ ფორმაშია და ბევრის აზრით, თამაშზე ასეთი გავლენის მქონე მოთამაშე კარში ლივერპულს ბრიუს გრობელაარის შემდეგ არ ჰყოლია.

წითლებს წელს პრემიერლიგაში მხოლოდ 6 გოლი აქვთ გაშვებული, ალისონის 'სეივების' პროცენტული მაჩვენებელი კი 85%-ს უტოლდება, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია. მაგალითად შარშან კარიუსი - მინიოლეს ეს მაჩვენებელი 65% იყო - ყველაზე ცუდი პრემიერლიგაში.

გუშინ ალისონმა 92 წუთზე მილკის დარტყმული საოცრად მოიგერია და ლივერპულის ჯგუფური ეტაპიდან გაიყვანა "რა სეივი იყო არა? 'ალი' საოცრად თამაშობს, მასში ორმაგ თანხასაც გადავიხდიდი..." ამბობდა კლოპი თამაშის შემდეგ.

"დაუჯერებელი ბურთი მოიგერია..." დაამატა ლივერპულის დაცვის ლიდერმა - ვირჯილ ვან დაიკმა. "ჩვეულებრივად დაცვის ხაზის წევრია, მნიშვნელოვანია, რომ უკან ასეთი ბიჭი გვყავს. საოცრად თამაშობს!"

კომენტარები

ბოლო ამბები