Thumbnail

მერებაშვილის დუბლი - მან ვისლა წაგებისგან ბოლო წამებზე იხსნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი მერებაშვილმა კორონას ორი გოლი გაუტანა
  • პოლონურ კარიერაში მას 15 გოლი დაუგროვდა

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-18 ტურში ვატო არველაძის (არ უთამაშია) კორონა 2:2 დაუზავდა გიორგი მერებაშვილის პლოცკის ვისლას. პლოცკელებს ქულა სწორედ ქართველმა ლეგიონერმა გადაურჩინა, რომელმაც ორჯერ გაათანაბრა. მე-17 წუთზე მან თავით გაიტანა, გუნდი კი წაგებისგან 91-ე წუთზე იხსნა. 
კორონა 29 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო პლოკცი 19 ქულით მხოლოდ მე-11 ადგილზეა. 

32 წლის მერებაშვილმა ამ სეზონში ჩემპიონატში უკვე 4 გოლი გაიტანა. ის მესამე სეზონია გუნდში და ექსტრაკლასაში სულ 15 გოლი მიითვალა. 

მერებაშვილის მეორე გოლი

Gol Merebashviliego w meczu z Koroną Kielce

#KORWPŁ | Co za bramka! Giorgi Merebashvili zdobył gola w doliczonym czasie gry, która zapewnia Wisła Płock remis w meczu 18. kolejki LOTTO Ekstraklasa z Korona Kielce. Koniecznie zobaczcie to trafiene! 😱⚽📺

Posted by Wisła Płock on შაბათი, 08 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები