Thumbnail
  • უოტფორდი 1:2 მანჩესტერ სიტი
  • რიად მაჰრეზის გოლი + ასისტი

ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურში ხოსეპ გვარდიოლას სიტი უოტფორდს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ მანჩესტერული კლუბი 41 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. უოტფორდმა კი ზედიზედ მესამე მატჩი დათმო და 20 ქულით მე-11 ადგილზეა.

საუკეთესოდ ითამაშა რიად მაჰრეზმა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა. მე-40 წუთზე მისი პასის შემდეგ ლეროი სანემ მკერდით გაიტანა. 51-ე წუთზე ტრავმირებული სერხიო აგუეროს ნაცვლად სასტარტოში მოხვედრილმა გაბრიელ ჟეზუშმა ალჟირელს გაატანინა. სიტუაცია მატჩის ბოლოსკენ დაიძაბა, როცა ხავი გრასიას შეგირდებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს. გვარდიოლამ ფორვარდი მოხსნა და მეხუთე მცველი გამოიყვანა და 3 ქულა შეინარჩუნა. 

საინტერესო ფაქტები

► რიად მაჰრეზი სიტის შესანიშნავად შეეწყო - მის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე პასია.

► აბდულაიე დუკურემ (უოტფორდი) პრემიერლიგაში გოლი 30 ტურის შემდეგ პირველად გაიტანა.

► რიად მაჰრეზემა პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი უოტფორდის კარში გაიტანა - 6.

► მანჩესტერ სიტიმ ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში ყველა თამაში მოიგო (18), რომლებშიც პირველ ტაიმში გაიტანა. 

უოტფორდი 1:2 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 სანე (40), 0:2 მაჰრეზი (51), 1:2 დუკურე (85)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, კომპანი (83. ოტამენდი), სტოუნსი, დელფი - ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, დავიდ სილვა (73. გიუნდოგანი) - მაჰრეზი, გაბრიელ ჟეზუში (89. ლაპორტი), სანე 

სხვა მატჩები

ბორნმუთი 2:1 ჰადერსფილდი

ბრაიტონი 3:1 კრისტალ პალასი

ვესტ ჰემი 3:1 კარდიფი

კომენტარები

ბოლო ამბები