Thumbnail

წითელი ბარათი არგენტინელს - ბილბაო კრიზისიდან ახალი მწვრთნელით გამოვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბილბაოში ბერიცოს ლევანტესთან 0:3 არ აპატიეს
  • გაისკა გარიტანო დროებითი თავკაცია

ბილბაოს ატლეტიკმა მთავარი მწვრთნელი ედუარდო ბერიცო მოხსნა. მიზეზი ბასკური კლუბის უკიდურესად ცუდი ასპარეზობაა მიმდინარე ლა ლიგაში. ბოლო წვეთი ლევანტესთან 0:3 მარცხი იყო. 

"ლომებს" მხოლოდ 11 ქულა აქვთ 14 ტურში და ლა ლიგის გასავარდნ ზონაში არიან. არადა, ბილბაო სამი კლუბიდან ერთ-ერთია, რომელიც არასოდეს გავარდნილა ელიტიდან (რეალი და ბარსელონა ასევე არ გავარდნილან). 

ორშაბათს მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ თუ გუნდს ეს უშველის, გადადგება. მაგრამ მას მოფიქრებისთვის დრო აღარ მისცეს და თანამდებობა დაატოვებინეს. 

ორშაბათს ბილბაო ლევანტესთან 0:3 დამარცხდა

დროებით ბილბაოს გაისკა გარიტანო უთავკაცებს. გარიტანო ბილბაოს სარეზერვო გუნდს წვრთნის. ადრე მას ეიბარის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმუშავია. 43 წლის გარიტანო ბილბაოს აღზრდილია, სადაც კარიერის დიდი ნაწილიც გაატარა. ამპლუით ნახევარმცველს მას ასევე სხვა ბასკურ კლუბებში უთამაშია.

ბასკურ კლუბში პრეზიდენტის არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება. ახალ მთავარ მწვრთნელს კი კლუბის ახლადარჩეული პრეზიდენტი შეარჩევს. 

ედუარდო ბერიცომ ბილბაო 31 მაისს ჩაიბარა. ამ სეზონში ლა ლიგაში სულ 4 მწვრთნელი მოხსნეს - ლეო ფრანკო (უესკა), ხულიენ ლოპეტეგი (რეალი), ანტონიო მოჰამედი (სელტა) და ედუარდო ბერიცო. ამ ოთხეულიდან სამი არგენტინელია. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები