Thumbnail
  • 📅 5 დეკემბერი |  00:00 |  უოტფორდი V სიტი
  • მატჩს სავარაუდოდ აგუერო გამოტოვებს...

პეპ გვარდიოლას სიტიმ გასულ ტურში სახლში ბორნმუთი 3:1 დაამარცხა. დღეს კი ესპანელი გასვლით მატჩს თავისი თანამემამულის - ხავი გარსიას უოტფორდის წინააღმდეგ ითამაშებს. უოტფორდი ცუდ ფორმაშია, სამხრეთელებს ბოლო 4 მატჩიდან, 3 წაგება აქვთ...

ვიკერეიჯ როუდზე მატჩს დიდი ალბათობით სერხიო აგუერო გამოტოვებს - არგენტნელს კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც სამედიცინო შტაბმა გვარდიოლას მისი დასვენება ურჩია "ექიმებმა მითხრეს, რომ სერხიო უნდა დავასვენო, წინააღმდეგ შემთხვევაში 5, ან 6 მატჩს გამოტოვებს..."

"ეს კი ჩვენთვის კატასტროფა იქნება, ამ თვეში სადღაც 9 მატჩის ჩატარება გვიწევს და აგუერო გვჭირდება" ამბობდა გვარდიოლა, რომელსაც ინგლისის გადატვირთული საფეხბურთო რეჟიმი აწუხებს "ეს გრაფიკი კლავს ფეხბურთელებს, თუმცა წუწუნს რა აზრი აქვს? ჩვენი კონკურენტებიც ხომ იგივე პირობებში არიან?"

გარსიას უოტფორდს, ტომ კლევერლი და ეტიენ კაპუ დააკლდებიან. "გასულ სეზონში, ჩვენთვის გადამწყვეტი თვეები სწორედ დეკემბერი და იანვარი იყო, წელსაც ვეცდებით ეს პერიოდი ეფექტურად გამოვიყენოთ" დაამატა გვარდიოლამ.

საინტერესო ფაქტები

► უოტფორდს სიტისთან ზედიზედ ბოლო 8 მატჩი წაგებული აქვს

► პრემიერლიგის ბოლო 10 მატჩში, მხოლოდ 2 გუნდს ქვს უოტფორდზე ცოტა ქულა აღებული...

► რაჰიმ სტერლინგს წელს 12 მატჩში 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს

► ბოლო 5 მატჩში, სიტის გოლების 59% პირველ ტაიმში იტანს...

კომენტარები

ბოლო ამბები