Thumbnail

საფრანგეთი დამარცხებულია! ფიჯელებმა ისტორია დაწერეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საფრანგეთი 14:21 ფიჯი
  • ფიჯის მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში ისტორიული გამარჯვება იზეიმა

საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 'სტად დე ფრანსზე' ფიჯის უმასპინძლა და მოულოდნელად, 21:14 დამარცხდა. ეს ამ ნაკრებების მე-10 შეხვედრა იყო და ფიჯელებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს.

სტუმრები მე-19 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც სემი რადრადრას შეჩერება ვერავინ შეძლო, რადრადრამ პირველი ლელო დადო, რომელიც ბენ ვოლავოლამ გარდასახა. ფრანგებმა ხუთ წუთში ჟილემ ჟირადოს ლელოთი და სერინის გარდასახვით გაათანაბრეს, რასაც ფიჯიმ ჯოშუა ტუისოვას ლელოთი უპასუხა და ისევ დაწინაურდა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი მაინც მოიგეს, ლელო ისევ ჟილემ ჟირადომ დადო და გარდასახვისას სერინი კვლავ ზუსტი იყო - 14:12.

მეორე ტაიმში ფიჯელებმა სამი ჯარიმა გაიტანეს, ბენ ვოლავოლამ 43-ე, 57-ე და 81-ე წუთებზე ზუსტად დაარტყა ჯარიმები და ფიჯელებს შეხვედრა მოაგებინა. ფიჯიმ ისტორიული გამარჯვება იზეიმა, რომლითაც რეიტინგში მე-8 ადგილამდე აღზევდება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 'ბორჯღალოსანთა' ერთ-ერთი მეტოქე სწორედ ფიჯის ნაკრებია.

ნოემბრის ტესტ-მატჩების შედეგები

რუმინეთი 20:27 ურუგვაი

საქართველო 20:9 ტონგა

იტალია 3:66 ახალი ზელანდია

რუსეთი 27:32 იაპონია

შოტლანდია 14:9 არგენტინა

ესპანეთი 10:28 სამოა

ინგლისი 37:18 ავსტრალია

უელსი 20:11 სამხრეთ აფრიკა

ირლანდია 57:14 აშშ

მატჩის საუკეთესო მომენტები 📺

კომენტარები

ბოლო ამბები