Thumbnail
  • სიტისა და ლივერპულს შორის სტატუს კვო შენარჩუნდა
  • ჟოზე მოურინიოს გუნდმა "ოლდ ტრეფორდზე" ვერ მოიგო

ინგლისის პრემიერლიგაში მე-13 ტურის მატჩები გაიმართა. ლივერპულმა და მანჩესტერ სიტიმ დიდი ანგარიშებით იმარჯვეს, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედმა ქულები დაკარგა.

ვესტ ჰემისა და მანჩესტერ სიტის მატჩში ყველაფერი პირველ 35 წუთში გადაწყდა - მე-11 წუთზე დავიდ სილვამ ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში. მე-19 წუთზე ლეროი სანემ ბრწყინვალედ ითამაშა მარცხენა ფრთაზე და ახლო მანძილიდან რაჰიმ სტერლინგს გაატანინა. 34-ე წუთზე მცველის შეცდომით სანემ ისარგებლა. 

ლეროი სანემ დუბლი და საგოლე პასი მიითვალა

94-ე წუთზე სანემ დუბლი გაიფორმა, გაბრიელ ჟეზუშმა საჯარიმოში გერმანელი მოძებნა და მანაც ლუკაშ ფაბიანსკის კარი დალაშქრა - 0:4. 13 ტურის შემდეგ 35 ქულით პეპ გვარდიოლას გუნდი პრემიერლიგის ლიდერია.

იურგენ კლოპის ლივერპულმა სტუმრად უოტფორდს 3:0 მოუგო. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, 67-ე წუთზე სადიო მანე მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და მოჰამედ სალაჰმა ანგარიში გახსნა. 76-ე წუთზე ალქესანდერ-არნოლდმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. მართალია, მალე ლივერპულს ჯორდან ჰენდერსონი გაუძევეს, მაგრამ სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს - 89-ე წუთზე რობერტო ფირმინომ დამატებაზე იყოჩაღა. ლივერპული 33 ქულით მეორე ადგილზეა.

ალექსანდერ-არნოლდმა შესანიშნავი გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით

ჟოზე მოურინიოს მანჩესტერ იუნაიტედმა "ოლდ ტრეფორდზე" ვერ შეძლო კრისტალ პალასის დამარცხება - 0:0. იუნაიტედი 21 ქულით მხოლოდ მე-7 ადგილზეა. 

ანტონი მარსიალს გატანა შეეძლო

ვესტ ჰემი 0:4 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 დ. სილვა (11), 0:2 სტერლინგი (19), 0:3 სანე (34), 0:4 სანე (93)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, ოტამენდი, ლაპორტი, დელფი - დავიდ სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (69. ფოდენი) - სტერლინგი (74. მაჰრეზი), აგუერო (81. გაბრიელ ჟეზუში), სანე

უოტფორდი 0:3 ლივერპული

გოლები: 0:1 სალაჰი (67), 0:2 ალექსანდერ-არნოლდი (76), 0:3 ფირმინო (89)

გაძევება: ჰენდერსონი (82. ლივერპული)

ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - ალქესანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ვეინალდუმი - შაჩირი (74. მილნერი), ფირმინო (92. მატიპი), მანე - სალაჰი (86. ფაბინიო)

მანჩესტერ იუნაიტედი 0:0 კრისტალ პალასი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი, ლინდელიოფი, სმოლინგი, იანგი - მატიჩი, პოგბა (68. ა. სანჩესი) - ლინგარდი (60. ფელაინი), მატა (60. რაშფორდი), მარსიალი - ლუკაკუ

სხვა მატჩები

ბრაიტონი 1:1 ლესტერი

ევერტონი 1:0 კარდიფი

ფულჰემი 3:2 საუთჰემპტონი

კომენტარები

ბოლო ამბები