Thumbnail
  • საქართველო 20:9 ტონგა
  • ნოემბრის ტესტების სამი მატჩიდან 'ბორჯღალოსნებმა' ორი მოიგეს
  • საქართველოს ნაკრებმა ტონგამ მეხუთედ დაამარცხა

24 ნოემბერს ვაკის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე და უკანასკნელი შეხვედრა გამართა ტონგის ნაკრების წინააღმდეგ - 20:9 მილტონ ჰეიგის გუნდის სასარგებლოდ. 

მილტონ ჰეიგის გუნდმა აქამდე იტალიასთან სტუმრად 17:28, შემდეგ კი ავჭალაში სამოას ნაკრები 27:19 დაამარცხა. 

მილტონ ჰეიგი: ნოემბრის ტესტებს 10-დან 8 ქულას დავუწერდი

მატჩის ჰაილაითები

საქართველო 20:9 ტონგა • ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩი მოგებულია

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 24 ნოემბერი, 2018

"ბორჯღალოსნები" ისტორიაში მეშვიდედ შეხვდნენ ტონგელებს. წინა 6 ორთაბძოლიდან საქართველოს ნაკრებმა 4 მოიგო და 2 წააგო.

მატჩი ტონგელთა მცირე უპირატესობით დაიწყო. მე-7 წუთზე სონატანე ტაკულუამ ხელსაყრელი პოზიციიდან გაიტანა საჯარიმო. მე-17 წუთზე იმავე ტაკულუამ კვლავ გაიტანა საჯარიმო - 0:6. 

25-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველი ლელო გაიტანეს - ოთარ გიორგაძე მოწყდა მოლს და ლელო დადო. თედო აბჟანდაძემ მახვილი კუთხიდან გარდასახა - 7:6. 

ოთარ გიორგაძის ლელო

ოთია გიორგაძის ლელო ტონგას წინააღმდეგ

🏉 ოთია გიორგაძის ლელო ტონგას წინააღმდეგ!

Posted by რაგბი TV/Rugby TV on შაბათი, 24 ნოემბერი, 2018

პირველი ტაიმის მიწურულს ტონგელთა 18-ფაზიანი სახიფათო შეტევა "ბორჯღალოსნებმა" ზედ ხაზზე მოიგერიეს. ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის სერიაში პირველად შეძლო პირველი ტაიმის მოგება - 7:6. 

თამაზ მჭედლიძემ რამდენჯერმე გაჭრა მეტოქის ხაზი

მეორე ტაიმი ტონგელთა საჯარიმოთი დაიწყო - 42-ე წუთზე იმავე ტაკულუამ მესამე ჯარიმ გაიტანა - 7:9.

47-ე წუთზე 14 კაცით დავრჩით, მსაჯმა ბექა გორგაძე სახიფათო ბოჭვისთვის გაასინბინა. თუმცა მალევე მოგვეცა დაწინაურების საშუალება - 51-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმა ვერ გაიტანა.

54-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ კვლავ შეასრულა საჯარიმო, ამჯერად ზუსტად და საქართველოს ნაკრებმა ლიდერობა დაიბრუნა - 10:9. 

65-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილი გაასინბინეს, ხოლო ტაკულუამ ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ჯარიმა და თავის გუნდს წინ გასვლის შანსი დაუკარგა. 

ქართულმა შერკინებამ მეორე ტაიმში მეტოქე დაჩაგრა

71-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმით გაიტანა - 13:9.

"ბორჯღალოსნებმა" მატჩი შეტევაში დაასრულეს, 83-ე წუთზე მასპინძელთა შეტევა ზურაბ ჟვანიამ ლელოთი დაასრულა. ვიდეორეფერი მოითხოვეს, თუმცა მსაჯს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. აბჟანდაძეს გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია - 20:9.

ზურაბ ჟვანიას ლელო

საქართველო 20-9 ტონგა

ზურაბ ჟვანიას ლელო ტონგას წინააღმდეგ!

Posted by რაგბი TV/Rugby TV on შაბათი, 24 ნოემბერი, 2018

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

საქართველოს ნაკრები

0:3 ტაკულუა (3), 0:6 ტაკულუა (17), 7:6 ლ - გიორგაძე, გ - აბჟანდაძე (25), 7:9 ტაკულუა (42), 10:9 აბჟანდაძე (54), 13:9 აბჟანდაძე (71), 20:9 ლ - ჟვანია, გ- აბჟანდაძე 

(15-9): უკანა ხაზი: 15 ლაშა ხმალაძე (61. 23 მერაბ კვირიკაშვილი), 14 ზურაბ ძნელაძე, 13 მერაბ შარიქაძე (კაპ), 12 თამაზ მჭედლიძე, 11 გიორგი კვესელაძე, 10 თედო აბჟანდაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე (67. 22 გელა აფრასიძე). 

(1-8):  1 მიხეილ ნარიაშვილი (61. 17 ზურაბ ჟვანია), 2 შალვა მამუკაშვილი (61. 16 ჯაბა ბრეგვაძე), 3 ლევან ჩილაჩავა (18. ბექა გიგაშვილი), 4 ნოდარ ჭეიშვილი (61. 19 შალვა სუთიაშვილი), 5 ლაშა ლომიძე, 6 ოთარ გიორგაძე (79. 20 ბექა ბიწაძე), 7 გიორგი ცუცქირიძე (67. 21 გიორგი თხილაიშვილი), 8 ბექა გორგაძე.

სინ-ბინი: გორგაძე (47), კვირიკაშვილი (65)

კომენტარები

ბოლო ამბები