Thumbnail
  • გიორგი ჩაკვეტაძე კრისტიან ერიკსენის შემცვლელი?
  • ინგლისელებს ჩაკვეტაძის თამაშმა ქინქლაძე გაახსენა

19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან მალე გახდა საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის ლიდერია. მისი ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მედიაში უკვე დიდი აჟიოტაჟია შექმნილი, თუ სად გადავა ქართველი ფეხბურთელი.

ბარსელონას დაინტერესება თავად ბელგიურმა კლუბმა დაადასტურა, მის გარდა ჩაკვეტაძე დაუკავშირეს ბაიერნს, ტოტენჰემს, ბორნმუთს, რომას, დორტმუნდსა და შახტარს. 

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც "კალჩომერკატო" ავრცელებს, რომას სამიზნე ქართველის ფასი მკვეთრად გაიზარდა და ის 13 მილიონი ევრო გახდა. 

ინგლისურ მედიაში კი უფრო ხშირად ტოტენჰემს ახსენებენ, ერთ-ერთ ბლოგზე იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში გიორგი გუნდის დანიელ ლიდერ კრისტიან ერიკსენსს ჩაანაცვლებს. 

სტატია მიუძღვნა ქართველ ლეგიონერს planetfootball.com-მაც, სადაც ასეთ საინტერესო ფრაზას წაიკითხავთ:

planetfootball.com ჩაკვეტაძეზე

"შესაძლოა, ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ ჩაკვეტაძე პრემიერლიგის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე გახდება, თუ "დეზების" რიგებში გადავა, მაგრამ თუ გიორგი გადავა ტოტენჰემში ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება. ახლა კი დროა, ეს სურვილი რეალობად იქცეს". 

"როცა ჩაკვეტაძის თამაშს უურებ ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ, ძნელია, არ გაგიჩნდეს ანალოგია კიდევ ერთ ქართველთან, რომელმაც გაიბრწყინა პრემიერლიგაში - გიორგი ქინქლაძე". 

"ახლა გავათვითცნობიერეთ, რომ პრემიერლიგას ქართველი აკლია. უყურეთ ჩაკვეტაძის ჰაილაითებს ყაზახეთთან და გვითხარით, თუ რამეში ვცდებით". 

კომენტარები

ბოლო ამბები