Thumbnail
  • საქართველო 2:1 ყაზახეთი
  • პირველი ადგილი, მე-4 კალათა და ნახევარფინალის მასპინძლობა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ახალი ტურნირის - ერთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში გამოსვლა დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა D ლიგის 1-ელი ჯგუფის ბოლო მატჩში, ბოლომდე სავსე “დინამო არენაზე” ყაზახეთს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ამით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის მოგებასა და C ლიგის საგზურს, ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება და საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-4 კალათში განთესვა დაუმატა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის მოგება და C დივიზიონში აღზევება ორი ტურით ადრე გაინაღდა, ყაზახეთთან თბილისური მატჩის მთავარი ინტრიგა კი ის იყო, შეძლებდა თუ არა ვაისის გუნდი ევრო 2020-ის წილისყრაზე მე-4 კალათაში მოხვედრასა და ერთა ლიგის პლეი ოფის ½-ფინალში მასპინძლის სტატუსის მოპოვებას. ამისთვის ქართველ ფეხბურთელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ.

მასპინძლები, რომლემბაც ტურნირში ქულები მხოლოდ ბოლოსწინა ტურში, სტუმრად ანდორასთან (1:1) დაკარგეს, ყაზახებთან თამაშს დანაკლისით შეხვდნენ - ნაკრებს ტრავმების გამო გიორგი ნავალოვსკი, ბაჩანა არაბული და ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდნენ, ვლადიმირ ვაისმა კი თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ეროვნულ გუნდში ლადო დვალიშვილი გამოიძახა.

"დინამო არენაზე" თამაში საქართელოს ნაკრების დიდი უპირატესობით დაიწყო, მეტოქე კი თავის ნახევარზე განლაგდა. პირველი სახიფათო ეპიზოდი ნეპოგოდოვის კართან უკვე მე-8 წუთზე, კუთხურის შემდეგ შეიქმნა. ბურთი გურამ კაშიამ თავით გიორგი ჩაკვეტაძეს დაუგდო, თუმცა საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ლიდერს დარტყმა ძლიერი არ გამოუვიდა და ყაზახთა მეკარემ რეაგირება შეძლო.

28-ე წუთზე გადავურჩით გოლს - მეტოქის ფეხბურთელი ლორიასთან ფაქტობრივად მარტო დარჩა, თუმცა გიორგიმ ბურთი ფეხით მოიგერია.

ასე მიიღო ბურთი გიორგი ჩაკვეტაძემ

პირველ ტაიმში ყველაზე აქტიური გიორგი ჩაკვეტაძე იყო, თუმცა საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა.

ჩაკვეტაძის დრიბლინგი

50-ე წუთზე გურამ კაშია ახლოს იყო გოლის გატანასთან, მაგრამ მისი თავური ოდნავ  არაზუსტი გამოდგა. 

1:0 მერებაშვილი (59)

59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაიბრწყინა, ის მარცხენა ფლანგიდან შევიდა საჯარიმოში და გიორგი მერებაშვილს თავზე ჩაუწოდა, მცველი ბურთს შეეხო, მაგრამ ყაზახეთი გოლისგან ვერ იხსნა.

72-ე წუთზე ყაზახი ფეხბურთელის თავური ზემოდან გადაცდა ლორიას კარს და ისე დაეშვა ბადეზე. 

78-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს გოლის გატანა მართებდა კონტრშეტევაზე, ყაზაიშვილის პასის მერე ჩაკვეტაძემ ბურთი ცარიელ კარში ძელს გაარტყა.

2:0 ჩაკვეტაძე (83)

83-ე წუთზე ისევ კონტრშეტევაზე იყოჩაღა ჩვენმა ნაკრებმა, ჩაკვეტაძემ დიდებულად ჩამოიცილა მცველები და მეორე გოლი გაიტანა.

2:1 ომირტაევი (90)

შეცვლაზე შესულმა ომირტაევმა მკერდით მიიღო ბურთი და გაიტანა ლორიას კარში.

საქართველო 2:1 ყაზახეთი

გოლები: 1:0 მერებაშვილი (59), 2:0 ჩაკვეტაძე (83), 2:1 ომირტაევი (90)

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე (86. ხოჭოლავა), კაშია, კვერკველია, დვალი - კანკავა (კ), კვეკვესკირი - ჩაკვეტაძე (92. აბურჯანია), გვილია (75. კაჭარავა), მერებაშვილი - ყაზაიშვილი

ყახაზეთი (4-4-1-1):  ნეპოგოდოვი - ბეისებეკოვი, მალი, ლოგვინენკო (კ), სოუმბაევი - ფედინი (88. ტურისბეკი), კუატი, მუჟიკოვი, მურტაზაევი (89. ომირტაევი) - ზაინუტდტინოვი - შჩეტკინი (74. პერცუხი).

კომენტარები

ბოლო ამბები