Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო მატჩისთვის ემზადება.19 ნოემბერს, დინამო არენაზე ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებში დანაკლისია: ანდორასთან მატჩში გიორგი ნავალოვსკი დაშავდა, შემდეგ კი ვაისის გუნდს კიდევ ორი მოთამაშე გამოაკლდა: ბაჩანა არაბული და ოთარ კიტეიშვილი. შედეგად, ანდორასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ერთბაშად სამი ფეხბურთელის გარეშე დარჩა.   

ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრებს საბურთალოს თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილი დაემატა. საქართველოს ეროვნული გუნდი ყაზახეთთან მატჩს 21 ფეხბურთელით შეხვდება…

მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი).

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვლადიმერ დვალიშვილი (საბურთალო).

კომენტარები

ბოლო ამბები