Thumbnail
  • ზელანდიელების ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა
  • ირლანდიამ ზელანდიას ისტორიაში მეორედ მოუგო

ირლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 'ავივა სტედიუმზე' ახალ ზელანდიას უმასპინძლა და ისტორიაში მეორედ მოახერხა მეტოქის დამარცხება. ირლანდიამ ზელანდიას პირველად 2016 წელს მოუგო, როდესაც ჩიკაგოში 40:29 სძლია.

რაც შეეხება ამ შეხვედრას, ზელანდიელებმა მეტოქეს ორი ჯარიმა და ერთი არეკნი გაუტანეს. სამივეჯერ ბოდენ ბარეტმა მოახერხა ზუსტად დარტყმა. ირლანდიელთა მხრიდან ჯონი სექსტონმა სამი ჯარიმა გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში ჯეიკობ სტოკდეილმა ლელო დადო, რომელიც ისევ სექსტონმა გარდასახა და ირლანდიას მატჩი მოაგებინა.

მასპინძლებმა 16:9 იმარჯვეს და კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება იზეიმეს. ზელანდიის ნაკრებმა 4-წლის შემდეგ ლელო ვერ დადო. 'ოლ ბლექსმა'  ბოლო ასეთი მატჩი ავსტრალიასთან 2014 წელს ჩაატარა, როდესაც შეხვედრა ფრედ, 12:12 დასრულდა.

ნოემბრის ტესტ-მატჩების შედეგები

რუმინეთი 5:31 აშშ

ფიჯი 68:7 ურუგვაი

საქართველო 27:19 სამოა

იტალია 7:26 ავსტრალია

უელსი 74:24 ტონგა

ესპანეთი 34:13 ნამიბია

ინგლისი 35:15 იაპონია

ჩილე 0:67 მაორი ახალი ზელანდია

საფრანგეთი 28:13 არგენტინა

კომენტარები

ბოლო ამბები