Thumbnail

მერაბ შარიქაძე: 'ქართველ გულშემატკივართან ვალში ვართ'

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანი სამოასთან მატჩზე და ტრავმაზე საუბრობს
  • მერაბ შარიქაძე ტონგასთან დიდი ბრძოლას გვპირდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ სამოასთან ჩატარებულ შეხვედრაზე ისაუბრა. კაპიტანმა გაიხსენა, რომ ესპანეთთან შემოტრიალებული მატჩის შემდეგ, ეს იყო პირველი ბრძოლა, სადაც საქართველომ კიდევ ერთხელ მოახერხა მატჩის შემოატრიალება.

მერაბ შარიქაძემ დებიუტანტებზე, ტრავმის შემდეგ დაბრუნებასა და ტონგასთან ერთ კვირაში გასამართ მატჩზე გაამახვილა ყურადღება.

მერაბ შარიქაძე: დიდიხანია, ასეთ ძლიერ ნაკრებთან თამაში არ მოგოვიტრიალებია. ლელოს გაშვების დროს რომ ვიკრიბებოდით, ვამბობდით, რომ ბოლომდე უნდა გვებრძოლა და შეხვედრა წაგებული არ იყო. ეს ჩვენს განვითარებაზე მეტყველებს.

კმაყოფილი ვარ თამაშის მოგებით. ბოლომდე დავიხარჯე მინდორზე, არცერთი თამაშის დროს ტრავმაზე არ ვფიქრობდი. ენერგიას არ ვიშურებ, რომ ბოლომდე ვითამაშო და ნაკრებისთვის დავიხარჯო.

მიმაჩნია, რომ ზედიზედ წაგებული სამი მატჩის შემდეგ, გულშემატკივართან ვალი გვაქვს. ქომაგებს ლამაზ თამაშს ვპირდებით. მოდით სტადიონზე და ერთად დავამარცხოთ ტონგა.

კომენტარები

ბოლო ამბები