Thumbnail
  • ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
  • წინ მესამე და გადამწყვეტი მატჩია

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის, მეორე ტურის მატჩები გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ლევან ხარაბაძის გოლით 1:0-ს უგებდა აზერბაიჯანს, თუმცა მეორე ნახევარში 1:2 დამარცხდა. მიხეილ მესხი 2-ზე ისრაელმა დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 2:1 აჯობა ლიხტენშტაინს.

მესამე ტურში 20 ნოემბერს, აზერბაიჯანი ლიხტენშტაინს შეხვდება, საქართველო კი ისრაელს. გიორგი მიქაძის გუნდს ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აძლევს ხელს ჯგუფიდან გასასვლელად.

U19 საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აზერბაიჯანთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: 

ბულისკერია, ხარაბაძე, ჯინჯოლავა, გელაშვილი, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ბაბუნაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ივანიაძე, გაბუნია, ფაცაცია, ინჯგია.

ფოტო: GFF-ის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები