Thumbnail

სამოას მწვრთნელი: 'მეორე ტაიმში სულელური შეცდომები დავუშვით'

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სამოას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან თამაში შეაფასა
  • სტივ ჯექსონმა საქართველოს ნაკრების ფიზიკურ მომზადებას გაამახვილა ყურადღება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩებზე მეორე შეხვედრა გამართა და სამოას 27:19 მოუგო. სამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტივ ჯექსონმა 'ბორჯღალოსნებთან' გამართული შეხვედრა შეაფასა და მეორე ტაიმში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

სტივ ჯექსონი: პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში საქართველომ ტემპს მოუმატა და მეტოქეს თამაშში ვეღარ ავყევით. საქართველოსთან ბოლოს 2016 წელს ვითამაშეთ, მაშინ მე ამ ნაკრების მწვრთნელი არ ვიყავი. ქართველები ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულნი და თავისი პლუსები სრულად გამოიყენეს, რის გამოც მეორე ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ და წავაგეთ.

ამერიკასთან მატჩიც მეორე ტაიმში წავაგეთ, თუმცა იქ ბოლო წუთამდე ვიგებდით. რაც შეეხება საქართველოსთან მატჩს, მეორე ტაიმში სათამაშო დისციპლინა აღარ გვქონდა, ბევრჯერ დავჯარიმდით და მატჩიც წავაგეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები