Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში | ორი ქართველი ფალავანი ფინალში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მსოფლიოს ჩემპიონატი 23-წლამდე მოჭიდავეებს შორის
  • ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი ფინალში

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი 23-წლამდე მოჭიდავეებს შორის. 16 ნოემბრიდან საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ, მათ შორის 5 ქართველი ფალავანი: რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ედემი ბოლქვაძე (65 კგ), გიორგი სულავა (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ).

შესანიშნავად ასპარეზობენ ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ), რომლებიც მსოფლიო პირველობის ფინალში გავიდნენ და განაგრძობენ ბრძოლას ოქროს მედლისთვის. კენჭაძემ მეოთხედფინალში მასპინძელი, რუმინელი მოჭიდავე ნაჟმუდინოვი 6:0 დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც იაპონელი იამასაკი 4:0 დაამარცხა. შესაბამისად, კენჭაძე ფინალში იჭიდავებს. გივი მაჭარაშვილმა მეოთხედფინალის პირველივე პერიოდში 10-0 გაანადგურა ინდოელი ნაჰანი, ნახევარფინალში კი ირანელ შაბანიბენგარს ანალოგიური ანგარიშით, 10:0 სძლია. შესაბამისად, მაჭარაშვილიც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ნიკა კენჭაძის 1/2-ფინალური ორთაბრძოლა

ნიკა კენჭაძე (79 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ნიკა კენჭაძე (79 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა ამბროლაურელმა ფალავანმა იაპონელი იამასაკი 4-0 დაამარცხა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on პარასკევი, 16 ნოემბერი, 2018

გივი მაჭარაშვილის 1/2-ფინალური ორთაბრძოლა

გივი მაჭარაშვილის (97 კგ) გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში

გივი მაჭარაშვილის (97 კგ) გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ირანელ მეტოქესთან.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on პარასკევი, 16 ნოემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები