Thumbnail

ვარჯიშზე იყო, თუ ომში? - უოტფორდის 19 წლის მეკარის თავის საზარელი ტრავმა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვარჯიშზე დაშავებული შვედი მეკარე წამოდგომას და გავლას აპირებდა
  • პონტუს დალბერგი გიოტებორგში გიორგი ხარაიშვილის თანაგუნდელი იყო

უოტფორდის მესამე მეკარე პონტუს დალბერგმა გუნდის ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის დროს თავის სერიოზული ტრავმა მიიღო. 19 წლის შვედ გოლკიპერს თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ, შუბლზე ღრმა ჭრილობა დარჩა. 

ამის შესახებ ინფორმაცია თავის ტვიტერზე გუნდის ძირითადმა მეკარემ, ბენ ფოსტერმა გაავრცელა, რომელმაც ვიდეოს მინაწერი გაუკეთა:

"აი, რა შეემთხვა კვირას დილით ვარჯიშზე ჩვენს ახალგაზრდა მეკარე პონტუს დალბერგს! მუხლი შუბლში მოხვდა და ეს კი უბრალოდ წამოდგომას და გავლას აპირებდა".

ჭრილობა მძიმე სანახავია - თითქოს, დალბერგს თავის ქალის მარცხენა ნაწილი ჩატეხილი აქვს. უოტფორდის ოფიციალური საიტი გუნდის ბოლო ვარჯიშის და პონტუსის ტრავმის შესახებ არაფერს იუწყება.

შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების მეკარემ ინგლისურ კლუბთან 5,5-წლიანი კონტრაქტი წლის დასაწყისში გააფორმა, მაგრამ სეზონი იჯარით ისევ ყოფილ კლუბში - გოტებორგში ჩაამთავრა, სადაც გიორგი ხარაიშვილთან ერთად გამოდიოდა. 

პინტუსი უოტფორდს ამ სეზონის წინ შეუერთდა, თუმცა პრემიერლიგაში, ინგლისის თასსა თუ ლიგის თასზე ოფიციალური მატჩი აქამდე არ ჩაუტარებია.

უოტფორდი 12 ტურის შემდეგ, 20 ქულით, ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის მომტან მეოთხე ადგილამდე კი 7 ქულა აშორებს.

კომენტარები

ბოლო ამბები