Thumbnail
  • გიოტებორგმა გადაწყვეტილება მიიღო
  • გიოტებორგის შეფები ხარაიშვილის ნაკრებიდან დაბრუნებას ელოდებიან

შვედეთის ჩემპიონატი დასრულებულია, შვედური ფეხბურთის გრანდ გიოტებორგს ცუდი დროება აქვს, გიორგი ხარაიშვილის გუნდი მხოლოდ მე-11 ადგილზე გავიდა - 30 ტურში 31 ქულა დააგროვა. 

სამაგიეროდ, შესანიშნავი სეზონი ჰქონდა თავად 22 წლის ქართველ ნახევარმცველს, ის 27 თამაშიდან 9 გოლით გუნდის ბომბარდირი გახდა. ბოლო ტურში მან შესანიშნავი "პანენკა" შეასრულა, ხოლო გიოტებორგმა 3-მატჩიანი წაგებათა სერია მოგებით ჩაანაცვლა. 

გიორგიმ 27 თამაშში 9 გოლი გაიტანა

გიორგი ხარაიშვილი საბურთალოს საკუთრებაა, ხოლო გიოტებორგში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით თამაშობდა. Expressen ეხება მისი ტრანსფერის საკითხს. გამოცემის ინფორმაციით, გიოტებორგმა მისი დატოვება უკვე გადაწყვიტა, ხოლო ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია.

ხელშეკრულების თანახმად, ხარაიშვილის გამოსყიდვა გიოტებორგს დაახლოებით 300 ათასი ევროს სანაცვლოდ შეეძლება, ხოლო მას 3.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. თუმცა კლუბში მის დაბრუნებას ელიან, შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. 

ხარაიშვილის საჯარიმო დარტყმა ტრელებორგთან

გიოტებორგის სპორტული დირექტორი იონას ოლსონი: "ახლა ის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება და რომ ჩამოვა, ჩვენ დავილაპარაკებთ კონტრაქტის თაობაზე. მოხარულები ვართ, რომ მან ეს სეზონი ჩვენთან ერთად გაატარა". 

"სანამ ის გიოტებორგში გადმოვიდოდა საბურთალოს რიგებში 94 მატჩში 43 გოლი გაიტანა და მას დანიურ ბრონდბიუსა და ჰოლანდიურ ვიტესს უკავშირებდნენ", - წერს Expressen.

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები