Thumbnail

გენიოსი ფლამენგოდან - მანჩესტერმა და ინტერმა ბრძოლას დაიწყეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 17 წლის ლინკოლნი - კიდევ ერთი ტალანტი ფლამენგოს საფეხბურთო სკოლიდან
  • ლინკოლნის ტრანსფერზე ორი ევროპული გრანდი მუშაობს

ბრაზილიური ფლამენგოს საფეხბურთო სკოლაში კიდევ ერთი ტალანტი გაიზარდა. 17 წლის ლინკოლნ კორეა დოს სანტოსი პირველად 17-წლამდე სუდამერიკანოზე გამოჩნდა, სადაც 5 გოლი გაიტანა და ბრაზილიასთან ერთად გამარჯვება იზეიმა, რის შემდეგაც 17-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამჯერ გამოიჩინა თავი და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ახალგაზრდა ტალანტს ფლამენგოს ძირითად გუნდშიც მიეცა თამაშის უფლება. ამ სეზონში ლინკოლნმა ბრაზილიის თასზე მოახერხა გოლის გატანა. ფაქტია, ასეთი მოთამაშისადმი ინტერესი უამრავ გუნდს გაუჩნდა. მთავარი ფავორიტები ინტერი და მანჩესტერ იუნაიტედი არიან.

მანჩესტერ იუნაიტედს ფლამენგოსთვის ჯერ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს, ინტერმა კი ბრაზილიურ კლუბს ლინკოლნის სანაცვლოდ თანხა და გაბრიელის დამატება შესთავაზა. გაბრიელი ინტერმა სანტოსიდან დაიმატა. 'გაბიგოლმა', როგორც მას ეძახიან, ინტერში თავი ვერ დაიმკვიდრა და სამშობლოში დაბრუნება მოუწია.

ფეხბურთელის აგენტმა ფედერიკო პენამ განაცხადა, რომ ლინკოლნი უკვე მზადაა ევროპაში სათამაშოდ.

ბრაზილიელი ვუნდერკინდი სერადან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები