Thumbnail

იტალიამ საქართველოს მსოფლიო რეიტინგში გადაუსწრო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
  • თითქმის ქულა ჩამორჩენა იტალიასთან

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც უქმებზე გამართული ტესტ-მატჩების შედეგებია გათვალისწინებული. მათ შორის იტალიისა და საქართველოს დაპირისპირებისაც. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ფლორენციაში ბრძოლაში დამარცხდნენ მეტოქესთან - 17:28.

იტალიას საქართველოს ნაკრებთან ამ გამარჯვებამ მე-13 ადგილი მოუტანა, რომელიც აქამდე "ბორჯღალოსნების" კუთვნილება იყო, ახლა "აძურის" უკავია 73.32 ქულით. მილტონ ჰეიგის გუნდს კი 72.37 ქულა აქვს. სხვაობა თითქმის ერთი სარეიტინგო ქულაა - 0.95.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ჩვენს გუნდს 73.13 ქულა ქჰონდა, ხოლო იტალიას 72.56 ქულით მე-14 ადგილი ეკავა. როგორც ხედავთ, გუნდებს მხოლოდ 0.57 ქულა იყო სხვაობა. 

რეიტინგის ტოპ-ათეულში ერთადერთი ცვლილებაა - შოტლანდიამ ავსტრალიას გადაუსწრო და მე-7 ადგილზე გადავიდა. 

TOP - 15

1. ახალი ზელანდია - 93.58

2. ირლანდია - 90.12

3. უელსი - 86.70

4. ინგლისი - 85.54

5. სამ. აფრიკა -  83.94

6 (+1). შოტლანდია - 82.75

7 (-1). ავსტრალია - 82.51

8. საფრანგეთი - 78.20

9. არგენტინა - 78.01

10. ფიჯი - 76.40

11. იაპონია - 75.24

12. ტონგა - 73.84

13. იტალია - 73.32

14. საქართველო - 72.37

15. აშშ - 72.32

მეტი ამ თემაზე: 

ბორჯღალოსნები იტალიაში დამარცხდნენ - ორი ლელო აძურის წინააღმდეგ

კონორ ოში: 'საქართველოსთან მოგების შემდეგ, ზეწოლა აღარ არსებობს'

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები