Thumbnail
  • თბილისში პარაფარიკაობის მსოფლიო თასი მიმდინარეობს
  • ტურნირში 30 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობს

თბილისში მიმდინარეობს მსოფლიო თასი პარაფარიკაობაში. ტიტულოვანმა ქართველმა მოფარიკავემ ირმა ხეცურიანმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია და თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ირმა ხეცურიანი (ხმალი, ბ-კატეგორია) ფინალში ბელარუს ანასტასია კასტიუჩკოვას დაუპირისპირდა და 15:3 დაამარცხა მეტოქე.

თბილისში მიმდინარე პარაფარიკაობის მსოფლიო თასზე ოთხი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი და მირანდა გიგაშვილი. ტურნირში 30 ქვეყნის 300-მდე პარამოფარიკავე მონაწილეობს. 

ირმა ხეცურიანი

 

კომენტარები

ბოლო ამბები