Thumbnail

ბრიტანული ჯახი - უელსმა შოტლანდია დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უელსი 21:10 შოტლანდია
  • უელსელების მძიმე გამარჯვება ბრიტანულ დაპირისპირებაში

უელსის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 'პრინსიპალითი სტედიუმზე' შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლა, რომელსაც სტიუარტ ჰოგი, ფინ რასელი და ლეიდლოუ სხვადასხვა მიზეზების გამო აკლდა.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ლი ჰალფპენმა 18 წუთში სამი ჯარიმის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც შოტლანდიელებმა ერთი ჯარიმა გაქვითეს. ნაკრებებმა ტაიმის დასრულებამდე თითო ლელო გაცვალეს და უელსმა პირველი ნახევარი 14:10 მოიგო.

მასპინძლებმა მეორე ტაიმში კიდევ ერთი ლელო დადეს და მატჩი 21:10 მოიგეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯასტინ ტიპურიკი გახდა. უელსის ნაკრების მომავალი მეტოქეები ავსტრალია, ტონგა და სამხრეთ აფრიკა იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები