Thumbnail

დიდი შოუ ტოკიოში - 100 ქულა ზელანდიისა და იაპონიის მატჩში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაპონია 31:69 ახალი ზელანდია
  • აჯინომოტო სტედიუმზე გულშემარტკივრებმა 15 ლელო იხილეს

ნოემბრის ტესტ-მატჩები იაპონიისა და ახალი ზელანდიის შეხვედრით გაიხსნა. 'აჯინომოტო სტედიუმზე' შეკრებილმა გულშემატკივარმა 15 ლელო და საოცარი თამაში იხილა. ზელანდიელებმა მეტოქეს 38 ქულით, 69:31 მოუგეს.

ზელანდიელებმა ათი ლელოს დადება მოახერხეს, იაპონელებმა კი ხუთჯერ მოახერხეს თავის გამოჩენა. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი ლელო მასპინძლებმა დადეს. მე-5 წუთზე სამუელა ანისიმ ჯორდი ბარეტს დაუფარა და იაპონელები წინ გაიყვანა.

ახალ ზელანდიელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს. 'ოლ ბლექსის' მომდევნო მეტოქეები ინგლისი, ირლანდია და იტალია იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები