Thumbnail

მოყვარულთა ლიგა: ბევრი გოლი და არაერთი სენსაცია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • შედეგები, ცხრილები, ბომბარდირები და სიმბოლურები
  • ყველაფერი მოყვარულთა ლიგის შესახებ

მოყვარულთა ლიგაში თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. სტადიონებზე შეკრებილი გულშემატკივარი კვლავ უხვგოლიანი და დაძაბული მატჩების მომსწრე გახდა. 

უმაღლესი ლიგა

თბილისის უმარლესი ლიგის ლიდერებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს. საინტერესო გამოდგა სეუ - ბასიანის დაპირისპირება, რომლის საყურებლად მისულმა გულშემატკივარმა 6 გატანილი გოლი იხილა. სეუს შეტევები უფრო მწვავე იყო, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა, 4:2. უხვგოლიანი გამოდგა უქიმერიონის და ტტც-ს დაპირისპირება. ორივე გუნდმა შემტევ ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი და არაერთი მწვავე შეტევა განახორციელა. საბოლოოდ, შეხვედრა უქიმერიონის გამარჯვებით, 5:3 დასრულდა. უქიმერიონის შემტევი გიორგი ნათიძე ბომბარდირთა დავას ლიდერობს...

თ.ს სასამართლომ დაძაბულ ბრძოლაში შეძლო კვარტალის დამარცხება. ორივე გუნდმა კარგად ითამაშა, ფორტუნა კი თ.ს სასამართლოს მხარეს აღმოჩნდა, რომელმაც 3:2 დაამარცხა მოწინააღმდეგე. უხვგოლიანი გამოდგა სსგ აფხაზეთისა და ნახალოვკას დაპირისპირება. ნახალოვკამ დაჩაგრა მოწინააღმდეგე და სოლიდური სხვაობით, 7:2 გაიმარჯვა. ნახალოვკას სამი ფეხბურთელი მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

დრამატულ და პრინციპულ შეხვედრაში, პლატინუმი 4:5 დამარცხდა არისტოკრატებთან. 35-ე თბილისი - გორგიას მატჩი გორგიას ფეხბურთელების გამოუცხადებლობის გამო არ შედგა. შესაბამისად, 35-ე თბილისს ტექნიკური გამარჯვება (3:0) ჩაეთვალა. 

სეუ ჩემპიონია და მიუხედავად ამისა, მოტივაციის ნაკლებობას არ უჩივის. ჩემპიონი იგებს თამაშებს და 21 თამაშში 55 ქულა აქვს აღებული. მეორე ადგილზე თ.ს სასამართლოა 45 ქულით, ხოლო მესამეზე უქიმერიონი, რომელსაც 44 ქულა აქვს. ბოლო ადგილზე სსგ აფხაზეთია 5 ქულით.

პირველი ლიგა

საინტერესო მატჩები შედგა თბილისის პირველ ლიგაში. რამდენიმე შეხვედრაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. პრინციპული დაპირისპირება, რომელშიც ბასა - კოლხეთს დაუპირისპირდა, ფრედ 0:0 დასრულდა. ორივე გუნდმა დაცვაზე გააკეთა აქცენტი და მინიმალური რაოდენობით შექმნა სახიფათო მომენტი. უქიმერიონ 1960 - გლდანის დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა. გლდანი უფრო აქტიურად უტევდა და 5:2 დაამარცხა მეტოქე. გლდანის ნახევარმცველი უჩა ხმალაძე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ბეთმასტერი - მიმინოს მატჩის სანახავად მისულმა გულშემატკივარმა 9 გატანილი გოლი იხილა. მიმინოს ფეხბურთელებმა უკეთ იასპარეზეს და მატჩი სასურველი შედეგით დაასრულეს, 7:2. ტურის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში დინამო სოხუმი ირაოს დაუპირისპრდა. ფავორიტმა ირაომ 15:1 გაიმარჯვა. ირაოს შემტევი დავით ყიფიანი ბომბარდირთა დავაში ბასას თავდამსხმელს, ედგარ კაზარიანს უწევს კონკურენციას.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა გრასრუტი - მეტეხის დაპირისპირება. მეტეხის ფეხბურთელების სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს და ძლიერი მეტოქე 3:2 დაამარცხეს. კახორი მეთოფეებთან 0:3 დამარცხდა, ტიფლისი - დელ მარის შეხვედრა კი დელ მარის ფეხბურთელების გამოუცხადებლობის გამო არ შედგა. შესაბამისად, ტიფლისს ტექნიკური გამარჯვება (3:0) ჩაეთვალა.

მარცხის მიუხედავად, სატურნირო ცხრილში ლიდერობას ინარჩუნებს გრასრუტი, რომელსაც 9 თამაშში 24 ქულა აქვს აღებული. 22 ქულით მეორე ადგილზე გლდანია, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებს 21-21 ქულით ირაო და მეტეხი იყოფენ. უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად რამდენიმე გუნდი იბრძვის და სატურნირო ცხრილში დაძაბული ვითარებაა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები