Thumbnail

საქართველოს ნაკრებს დონე ბოშკოვსკი გაწვრთნის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს.
  • ის 43 წლის მაკედონიელი დონე ბოშკოვსკია.
  • 12 იანვარს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთვება.

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელად 43 წლის მაკედონიელი დონე ბოშკოვსკი დაინიშნა. ბოშკოვსკი უკვე შეუდგა მუშაობას და ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ამზადებს.

ტურნირი 12-14 იანვარს კლაიპედაში გაიმართება. მონაწილეობენ მასპინძელი ლიტვა, ლატვია, ისრაელი და საქართველო. ბოშკოვსკის ასისტენტად ეროვნულ ნაკრებში ტიტე კალანდაძე იმუშავებს.

2009-13 წლებში ბოშკოვსკი მაკედონიის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. 2012 წელს იგი მთავარი მწვრთნელი იყო ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების თამაშებზე. 

დონე ბოშკოვსკი: ქართულ ხელბურთს კარგად ვიცნობ. 90-იან წლებში ვიცნობდი ქართველებს, რომლებიც ჩემთან ერთად თამაშობდნენ მაკედონიის ჩემპიონატში - კეკელიძეს, თურქიას, ბოყოჩაძეს, ორჯონიკიძეს, კალანდაძეს. ახლაც სამი ქართველია ჩვენს ჩემპიონატში და სამივეს პირადად ვიცნობ. ვიცი, რომ ფედერაციას ნაკრების გაახალგაზრდავების კურსი აქვს აღებული და ვეტერანებისა და ახალგაზრდებისგან კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი უნდა ჩამოვაყალიბოთ".

ევროპის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან პლეი ოფში 6 ნაკრები გადის, ჯგუფების გამარჯვებულები. 

საქართველოს ნაკრები 12 იანვარს საქართველო ლატვიას დაუპირისპირდება, 13 - ლიტვას, ხოლო 14-ში - ისრაელს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები