Thumbnail
  • TOP-5 ლელო.
  • ქართული რაგბი 2017 წელს.
  • ლობჟანიძე, აფრასიძე, კვირიკაშვილი, კაჭარავა,  მათიაშვილი.

ქართული რაგბი 2017 წელს რამდენჯერმე მოექცა მსოფლიოს სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრში.

ვუმასპინძლეთ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს; კარგი შეხვედრა ჩავატარეთ უელსთან და რამდენიმე ლამაზი ლელოც დავდეთ.

POPSPORT გთავაზობთ ქართული რაგბის TOP- 5 ლელოს 2017 წელს:

კვირიკაშვილი-ლობჟანიძე რუსეთთან

რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრაში, რომელიც 28:14 მოვიგეთ, მერაბ კვირიკაშვილის ბრწყინვალე სლალომის შემდეგ ვასილ ლობჟანიძემ ლელო დადო.

აფრასიძის ლელო ირლანდიასთან

2017 წელს, მსოფლიოს თასზე, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა.

აღსანიშნავია, არგენტინასთან გამარჯვება და გელა აფრასიძის ულამაზესი ლელო ირლანდიასთან. აფრასიძის ლელო მსოფლიოს საუკეთესო ლელოს 4 ნომინანტს შორის მოხვდა.

კვირიკაშვილის ლელო ამერიკასთან

"ბორჯღალოსნებისთვის" ივნისის ტესტები წარმატებული გამოდგა. ორი თამაში მოვიგეთ და მხოლოდ არგენტინასთან დავმარცხდით.

აღსანიშნავია, მერაბ კვირიკაშვილის ლელო ამერიკის ნაკრებთან და დავით კაჭარავას ლელო არგენტინასთან.

კაჭარავას ლელო არგენტინასან

არგენტინის ნაკრებთან დადებული ლელო. ბრწყინვალე კომბინაცია, რომელიც ლაშა ხმალაძემ წამოიწყო და რამდენიმე ლამაზი პასის შემდეგ დავით კაჭარავამ დაასრულა.

მათიაშვილის ლელო კანადასთან

სოსო მათიაშვილი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ლელოს ავტორია. კანადასთან შეხვედრაში მათიაშვილმა ბოლომდე იბრძოლა, ბურთს დაეწია და კანადელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა.

კომენტარები

ბოლო ამბები