Thumbnail

ბრაზილიამ საუდის არაბეთს ორი გოლი გაუტანა და ზედიზედ მესამედ მოიგო

საუდის არაბეთი 0:2 ბრაზილია

  • ტიტეს ნაკრების მესამე გამარჯვება და მეკარეების მშრალი სერია

ბრაზილიის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მესამე შეხვედრა გამართა და სტუმრად საუდის არაბეთი 2:0 დაამარცხა.

ბრაზილიელები მთელი მატჩის განმავლობაში ცუდ ფეხბურთს თამაშობდნენ, ფეხბურთელები ცდილობდნენ, რომ ძალები დაეზოგათ მეტოქე კლასის ხარჯზე დაემარცხებინათ, რაც საბოლოოდ გამოუვიდათ.

მატჩის პირველი გოლი 42-ე წუთზე გავიდა, ნეიმარმა გაბრიელ ჟესუსს გაატანინა. 'სელესაომ' მეორედ მატჩის კომპენსირებულ დროში გაიტანა, თავი ალექს სანდრომ გამოიჩინა. მან ნაკრების მაისურით პირველი გოლის გატანა მოახერხა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ბრაზილიამ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სამი მატჩი გამართა და სამივე მოიგო. 9 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი.

ტიტეს ნაკრები მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები