Thumbnail

U21 საქართველოს ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა და მესამე ადგილზე აინაცვლა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • U21 ფინეთი 1:2 U21 საქართველო
  • 16 ოქტომბერი: U21 პოლონეთი v U21 საქართველო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩი გამართა და გასვლაზე ფინეთი დაამარცხა, 2:1. გია ცეცაძის გუნდმა პირველი ტაიმი 0:1 დათმო, თუმცა მეორე ნახევარში გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

მატჩის მე-19 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ქართველი მცველები პოზიციურად შეცდნენ, ლაპალაინენი მეკარესთან პირისპირ დატოვეს და ანგარიში გაიხსნა, 1:0. გაცილებით საინტერესო გამოდგა მეორე ტაიმი. მე-60 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ფინელებმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვეს და სხვაობის ორ ბურთამდე გაზრდის 100%-იანი შანსი მიიღეს, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა ითამაშა ბრწყინვალედ და ეფექტურ ნახტომში გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს…

75-ე წუთზე, გიორგი კოხრეიძე შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ბურთთან ბექა მიქელთაძე მივიდა და ტექნიკური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, 1:1. მატჩის მიწურულს, შეცვლაზე შესულმა ირაკლი ბუღრიძემ გაიბრწყინა და უძლიერესი დარტყმით საქართველოს ნაკრებს 3 ქულა მოუტანა, 1:2.

ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 12 ქულას მოუყარა თავი და მესამე ადგილზეა 6-გუნდიან ჯგუფში. გია ცეცაძის გუნდი ფინეთს, ფარერებს და ლიტვას უსწრებს, დანია და პოლონეთი კი წინ არიან გაჭრილი და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვიან. U21 საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს პოლონეთში გამართავს და შეეცდება, რომ ტურნირი გამარჯვებით დაასრულოს.   

U21 ფინეთი 1:2 U21 საქართველო

გოლები: 1:0 ლაპალაინენი (19), 1:1 მიქელთაძე (75-პენ.), 1:2 ბუღრიძე (87)

საქართველო: გუგეშაშვილი, მარგველაშვილი, გიორგაძე, კობოური, შულაია, მამუჩაშვილი, მაჭარაშვილი, გიორბელიძე, მიქელთაძე, არველაძე, კოხრეიძე

კომენტარები

ბოლო ამბები