Thumbnail

'ვერ ვთამაშობ და როგორ ვიქნები კმაყოფილი?' - არტურო ვიდალი გაბრაზებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას ნახევარმცველი სოციალურ ქსელში გაბრაზებულ სმაილებს აქვეყნებს
  • არტურო ვიდალს ბარსელონაში სათამაშო დრო იმდენი არ აქვს, რამდენიც სურს
  • თუ საჭირო გახდება, ჩილელი ერნესტო ვალვერდეს ყველაფერს პირში ეტყვის

ბარსელონას ნახევარმცველი არტურო ვიდალი უკმაყოფილოა კლუბში თავისი მდგომარეობით. ჩილელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში, ტოტენჰემ ჰოთსპურთან მატჩის (4:2) შემდეგ, რომელშიც მოედანზე მხოლოდ 84-ე წუთზე გამოჩნდა, სოციალურ ქსელში გაბრაზებული სმაილი გამოაქვეყნა.

ესპანური მედიის ცნობით, 31 წლის ჩილელი დარწმუნებული იყო, რომ ლონდონურ შეხვედრაში ერნესტო ვალვერდე სასტარტოში დააყენებდა, მაგრამ…

"ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ, მაგრამ თუ მწვრთნელთან პრობლემები მექნება, ამას პირში ვეტყვი. როგორ უნდა ვიყო კმაყოფილი, როდესაც ვერ ვთამაშობ? მე ის კაცი ვარ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში გამოდიოდა, რომლებშიც ყველაფერს იგებდა და სურს, იგივე ბარსელონასთან ერთად გაიმეოროს.

ყველაფერი წესრიგში მაქვს როგორც ფიზიკურად, ისე - ფსიქოლოგიურად. ბოლო რამდენიმე მატჩში ცოტა დავიძაბე, მაგრამ ასეთი ვითარებაა. გავაგრძელებთ ბრძოლას, წინ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩა. თუკი რაიმე პრობლემა მექნება ან გავბრაზდები, მივალ მწვრთნელთან და პირში ვეტყვი ამას. გაბრაზებული სმაილები? ამისთვის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს", - ამბობს ვიდალი.

ვიდალი ბარსელონაში გასულ ზაფხულს, მიუნხენის ბაიერნიდან 19 მილიონი ევროს სანაცლოდ გადავიდა. 31 წლის ჩილელ ფეხბურთელს კატალონიურ კლუბში არწმუნებდნენ, რომ გუნდის საკვანძო ფეხბურთელი იქნებოდა, თუმცა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 ტურში, სულ ორჯერ იყო სასტარტოში, ორჯერ - სკამზე დარჩა, თავიდან ბოლომდე კი არცერთ შეხვედრაში უთამაშია.

არტურო ვიდალი ბარსელონამდე მიუნხენის ბაიერნის, ტურინის იუვენტუსის, ლევერკუზენისა და მშობლიური კოლო-კოლოს ღირსებას იცავდა.

ბუნდესლიგის გასულ სეზონში ნახევარმცველმა 22 მატჩში (17 ძირითადში) ითამაშა და 6 გოლი გაიტანა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალ მადრიდი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სევილია
  • ვილეარეალი
  • ბილბაო
  • სხვა კლუბი

კომენტარები

ბოლო ამბები