Thumbnail

კაჭარავა იტალიასთან გამოირიცხა - ბორჯღალოსანს ოპერაცია სჭირდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დავით კაჭარავა ენისეის ვებგვერდს ესაუბრა
  • ქართველ მორაგბეს მინდორზე მალე დაბრუნება სურს

რაგბის კლუბი ენისეი რუსეთის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. დავით კაჭარავა ფინალში გუნდს ვერ დაეხმარა. პირველ დაპირისპირებაში მან ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მე-12 წუთზე მოუწია. ვარაუდობდნენ, რომ კაჭარავას ოპერაცია არ დასჭირდებოდა, მაგრამ კლუბის ვებგვერდთან საუბრისას 'კაჭიმ' აღნიშნა, რომ ოპერაციის შემდეგ მინდორს 3-4 თვეში დაუბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კაჭარავას თამაში იტალიასთან საბოლოოდ გამორიცხა.

დავით კაჭარავა: ყველა მოთამაშე ფინალისთვის ემზადებოდა. სამწუხაროა, რომ ტრავმა მივიღე და თამაში ვერ შევძელი. მიხარია, რომ ჩემპიონობა მაინც მოვიპოვეთ. მატჩის ბოლო დაძაბული გამოდგა, მაგრამ ფინალური დაპირისპირება ინტრიგის გარეშე საინტერესო ვერ იქნებოდა. ვულოცავ გულშემატკივრებს!

რაც შეეხება ტრავმას, ოპერაციის შემდეგ 3-4 თვე დამჭირდება რეაბილიტაციისთვის, რის შემდეგაც გუნდს შევუერთდები და იმედი მაქვს, რომ კლუბს დავეხმარები.

კომენტარები

ბოლო ამბები