Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პსჟ-მ მეორე ტურში ცრვენა გაანადგურა
  • მესის და დიბალას შემდეგ, ჰეთ თრიკი ნეიმარმაც შეასრულა
  • სამიდან ორი ბურთი ბრაზილიელმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ლივერპულთან მარცხის (2:3) შემდეგ, პარი სენ-ჟერმენმა მეორე მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ადვილად მოიგო. ნეიმარმა და კომპანიამ სერბული ცრვენა ზვეზდა, რომელიც პირველ ტურში ნაპოლისთან ფრეს მიაღწია, 6:1 გაანადგურა. თომას ტუხელის გუნდმა 4 გოლი პირველივე ტაიმში გაიტანა...

პსჟ 6:1 ცრვენა ზვეზდა

გოლები: 1:0 ნეიმარი (20), 2:0 ნეიმარი (22), 3:0 კავანი (37), 4:0 დი მარია (42), 5:0 მბაპე (70), 5:1 მარინი (74), 6:1 ნეიმარი (81)

პსჟ (4-2-3-1): არეოლა - მონიე, ტიაგო სილვა (75. კერერი), კიმპემბე, ხუან ბერნატი - ვერატი, რაბიო - მბაპე (76. ჩუპო-მოტინგი), ნეიმარი, დი მარია - კავანი.

ცრვენა ზვეზდა (4-3-2-1): ბორიანი - სტოიკოვიჩი, სავიჩი (46. ბაბიჩი), დეგენეკი, როდიჩი - კაუსიჩი, იოვიჩიჩი, კრსტიჩიჩი - მარინი, შიმიჩი (46. პავკოვი) - ბენი (73. ებესილიო).

1:0 ნეიმარი (20)

ნეიმარმა ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნა, რომელიც თვითონვე მოიპოვა. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა დაახლოებით 25 მეტრიდან გაიტანა.

2:0 ნეიმარი (22)

ორი წუთის შემდეგ სერბული კლუბის კარში მეორე ბურთი გავიდა, რომლის ავტორიც ისევ ნეიმარი გახლდათ: ბრაზილიელმა ბურთი მოიპოვა და მბაპეს გაატანა, ამ უკანასკნელმა კი ისევ დაუბრუნა და 2:0.

3:0 კავანი (37)

პარიზელებმა პირველივ ტაიმში კიდევ ორი ბურთი გაიტანეს. 37-ე წუთზე ედინსონ კავანიმ მესამედ აიღო ცრვენა ზვეზდას კარი - ურუგვაელმა გოლეადორმა მომენტი თვითონ შეიქმნა და დაახლოებით 8 მეტრიდან გაიტანა.

4:0 დი მარია (42)

42-ე წუთზე კი ანგარიში 4:0 გახდა: ამჯერად ანხელ დი მარიამ გაიტანა. არგენტინელს ასისტენტობა მარჯვენა ფლანგიდან მონიემ გაუწია.

5:0 მბაპე (70)

მეორე ტაიმში პსჟ ისე აქტიურად აღარ უტევდა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ თომას ტუხელის შეგირდებმა 70-ე წუთიდან გატანა განაახლეს. კილიან მბაპემაც გაიტანა! ცარიელ კარში...

5:1 მარინი (74)

4 წუთში ცრვენა ზვეზდამ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა, რომელიც სერბთა გერმანელი ლეგიონერის, მარკო მარინის ანგარიშზეა.

6:1 ნეიმარი (81) 

81-ე წუთზე კი ნეიმარმა მეორე ჯარიმა გაიტანა (28 მეტრიდან) და ჰეთ თრიკი გაიფორმა.

ამრიგად, ლივერპულში წაგების (2:3) შემდეგ, პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაში პირველი სამი ქულა აიღო. ტუხელის გუნდს ახლა ზედიზედ ორი მატჩი ელის ნაპოლისთან (ჯერ შინ, მერე სტუმრად).

კომენტარები

ბოლო ამბები