Thumbnail
  • ჯგუფური ეტაპის II ტურის თამაშები ჩემპიონთა ლიგის A, B, C და D ჯგუფებში
  • კარლო ანჩელოტი ლივერპულის წინააღმდეგ
  • განახევრებული ტოტენჰემი ლეო მესის & კომპანიის წინააღმდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური ახლა A, B, C და D ჯგუფებში გაიმართება. ჯამში 8 დაპირისპირებიდან ყველაზე საინტერესო შესაძლოა, "უემბლიზე" გასამართავი მატჩი გამოდგეს, სადაც ლეო მესი & კომპანია ტოტენჰემთან სათამაშოდ ჩადის. ნაპოლი "სან პაოლოზე" ლივერპულს მასპინძლობს. 11 წლის წინათ, ნაპოლის ამჟამინდელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა, ოღონდ, მაშინ ის მილანის მწვრთნელი იყო. 

A ჯგუფი

⚽ ატლეტიკო V ბრიუგე 📅 3 ოქტომბერი ⌚ 23:00

  • ბრიუგემ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 7 საგარეო მატჩი წააგო
  • ევროთასებზე ატლეტიკომ ბოლო 15 მატჩიდან 10 მოიგო
  • ატლეტიკომ ევროთასებზე ბოლო 5 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა
დიეგო კოშტა ატლეტიკოს ვარჯიშზე

ევროპალიგის მოქმედი გამარჯვებული, უეფას სუპერთასის მფლობელი და ლიგის 2014 და 2016 წლების ფინალისტი ატლეტიკო ბრიუგესთან თამაშში აშკარა ფავორიტია. თუმცა გასულ სეზონში დიეგო სიმეონეს გუნდს მძიმე ჯგუფური ეტაპი ჰქონდა - მხოლოდ 1 მატჩი მოიგო 6-დან. 

სიმეონეს მარტინში, სავიჩი და ვიტოლო დააკლდება, ბელგიურ კლუბს ირანელი რეზაეი არ ეყოლება. 

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ლ. ერნანდესი - კოკე, როდრი, საულ ნიგესი, ლემარი - დიეგო კოშტა, გრიზმანი

ბრიუგე (4-4-2): ლეტიცა - დენსვილი, მიტროვიჩი, რიტცი, პულენი - გროენველდი, ვანაკენი, ვორმერი, ვლიეტინკი - ფოსენი, ვესლი

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა დორტმუნდში გაიმართება, სადაც ლუსიენ ფავრის გუნდი ღრმა კრიზისში მყოფ მონაკოს მასპინძლობს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ტოტენჰემი
  • ფრე
  • ბარსელონა

B ჯგუფი

⚽ ტოტენჰემი V ბარსელონა 📅 3 ოქტომბერი ⌚ 23:00 📺 SILK UNIVERSAL

  • ჟერარდ პიკე (ბარსელონა) ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩს ითამაშებს
  • ლიონელ მესიმ ინგლისური კლუბების კარში 28 მატჩში 20 გოლი გაიტანა
  • გასულ სეზონში ტოტენჰემმა ყველა საშინაო მატჩი მოიგო ლიგაზე

ლონდონში ტოტენჰემი დიდი დანაკარგით ხვდება ბარსას, რომელსაც ასევე აკლია ხალხი. ბარსელონას რიგებში ტრავმირებულია სამუელ უმტიტი, მაგრამ ესეც რომ არა, ის მაინც ვერ ითამაშებდა, რადგან დისკვალიფიცირებულიცაა. ვერც მალკომი და სერხი რობერტო ითამაშებენ. აი, "დეზებს" კი ორიე, იანსენი და დელე ალი არ ეყოლებათ. ძალზე საეჭვოა ერიქსენისა და ვერტონგენის თამაშიც, თითქმის გამორიცხულია, რომ კარს ლორისი დაიცავს.

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი (4-2-3-1): გაცანიგა - ტრიპიერი, სანჩესი, ალდერვეირელდი, როუზი - დაიერი, ვინკსი - მოურა, ლამელა, სონი - კეინი

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - არტ. ვიდალი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო - მესი, ლ. სუარესი

ჯგუფის მეორე მატჩში პსვ-ეინდჰოვენი ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ მილანის ინტერს უმასპინძლებს. 

გამოკითხვა

რა მოხდება მატჩში?

  • ტოტენჰემი გაიტანს პირველი და მოიგებს [3.75]
  • ბარსა გაიტანს პირველი და მოიგებს [2.20]

C ჯგუფი

⚽ პსჟ V ცრვენა ზვეზდა 📅 3 ოქტომბერი ⌚ 20:55 📺 SILK SPORT HD1

  • ჯერ არც ერთ სერბულ კლუბს არ მოუგია საფრანგეთში უეფას ეგიდით გამართული მატჩი
  • პსჟ-ს ისტორიაში ყველაზე ცუდი სერია აქვს ევროთასებზე - ზედიზედ 4 წაგება
  • ცრვენა ზვეზდა ლიგის ძირითად ეტაპზე პირველ საგარეო მატჩს ატარებს 1992 წლის მერე
  • ცრვენა ზვეზდა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში 6 საგარეო მატჩია დაუმარცხებელია 

პირველ ტურში პსჟ-ს ხელი მოეცარა, მაგრამ თომას ტუხელის გუნდი კვლავ რჩება ჯგუფის ფავორიტად. ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაა ევროთასებზე და პსჟ აშკარა ფავორიტია - ფრანგები სუპერტრიოთი (ნეიმარი, კავანი, მბაპე) შეუტევენ. ჯიჯი ბუფონი კვლავ დისკვალიფიცირებულია, დანი ალვეში და ლეივინ კურზავა კი - ტრავმირებული. საეჭვოა იულიან დრაქსლერის თამაში, მცირე ტრავმა აქვს ბელგიელ მცველ თომას მონიესაც, მაგრამ ის ალბათ თამაშს შეძლებს. 

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, მარკინიოსი - ვერატი, რაბიო, დი მარია - ნეიმარი, კავანი, მბაპე 

ცრვენა ზვეზდა (4-4-2): ბორიანი - სტოიკოვიჩი, ბაბიჩი, დეგენეკი, გობელიჩი - იოვიჩიჩი, კრსტიჩიჩი, კაფუ, მარინი - ბენ ნაბუენე, ბოაკიე

⚽ ნაპოლი V ლივერპული 📅 3 ოქტომბერი ⌚ 23:00 📺 SILK SPORT HD2

  • კარლო ანჩელოტის (ნაპოლი) მილანმა 2007 წლის ლიგის ფინალში ლივერპული დაამარცხა
  • 2013/14 წლების სეზონში იურგენ კლოპმა (ლივერპული) დორტმუნდით ნაპოლისთან ერთი თამაში მოიგო და ერთი დათმო
  • ნაპოლიმ ევროთასებზე ბოლო სამი საშინაო მატჩიდან 2 დათმო
ანჩელოტის ლივერპულის წინააღმდეგ რაღაც მოსაფიქრებელი აქვს

ნეაპოლში მწვრთნელების საინტერესო დაპირისპირებაა - კარლო ანჩელოტი იურგენ კლოპის წინააღმდეგ. ანჩელოტის ლივერპული კარგად უნდა ახსოვდეს, რადგან 11 წლის წინათ, მისმა მილანმა სწორედ ეს გუნდი დაამარცხა ფინალში და ჩემპიონთა თასი მოიპოვა. ახლა ამ დაპირისპირებაში შარშანდელი ფინალისტი ლივერპული ფავორიტია. კლოპს ორიჯი და ოქსლეიდ-ჩემბერლენი არ ეყოლება, საეჭვოა, რომ ნეაპოლში ლალანამ ითამაშოს. 

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-4-2): ოსპინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, ჟიელინსკი - მილიკი, ინსინიე

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი - მილნერი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი - ფირმინო, სალაჰი, მანე 

D ჯგუფი

⚽ ლოკომოტივი V შალკე 📅 3 ოქტომბერი ⌚ 20:55 📺 SILK UNIVERSAL

  • შალკეს ევროთასებზე 98 თამაში აქვს მოგებული, მოსკოვის ლოკომოტივს - 46
  • ლოკომოტივი ჩემპიონთა ლიგაზე 2004/05 წლების სეზონის შემდეგ პირველად თამაშობს

რუსული ლოკომოტივის შემადგენლობაში დიდი ალბათობით, სასტარტოში ითამაშებს საბა კვერკველია, რომელიც გერმანელ ბენედიქტ ჰიოვედესს შეუწყვილდება დაცვის ცენტრში. საინტერესო იქნება ექს-შალკელი მცველის დაპირისპირება ყოფილ გუნდთან. გერმანული კლუბი ცუდ ფორმაშია, პირველი ქულები შალკემ გასულ უქმეებზე მოიპოვა, მანამდე კი ყველა თამაში წააგო (ლიგის პირველ ტურში კი ფრე ითამაშა). რუსებს სმოლოვი დააკლდებათ, სტუმრებს ოჩიპკა და სტამბული. 

საბა კვერკველია შალკესთან მატჩისთვის ემზადება

სავარაუდო შემადგენლობები

ლოკომოტივი (5-4-1): გილერმე - იგნატიევი, ჰიოვედესი, კვერკველია, ჩორლუკა, იდოვუ - ალექს. მირანჩუკი, კრიხოვიაკი, დენისოვი, ფერნანდეში - ედერი 

შალკე (4-5-1): ფაჰრმანი - კალიჯური, ნალდო, ნასტასიჩი, მენდილი - მაკკენი, მასკარელი, ჰარიტი, სერდერი, კონოპლიანკა - ბურგშტალერი

ამ ჯგუფის მეორე თამაშში პორტუ ლიგის მთავარ ვეტერან იკერ კასილიასთან ერთად გალათასარაის მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები