Thumbnail
  • ზედიზედ სამი ტურია, რაც ბარსელონას ლა ლიგაში არ მოუგია
  • ბარსა მარცხისგან შეცვლაზე შესულებმა იხსნეს

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში ბარსელონამ "კამპ ნოუზე" ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლა და წაგებას გადაურჩა - 1:1. ბარსელონას 7 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა უნაკლო სტარტის შემდეგ ზედიზედ სამ თამაშში ვერ შეძლო გამარჯვება (2 ქულა). 

ვალვერდემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მორიგ ექსპერიმენტებს მიმართა - სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი სკამზე დატოვა. არ იყო ბოლო მომენტში მძიმედ დაშავებული სამუელ უმტიტი. 41-ე წუთზე ოსკარ დე მარკოსმა ეფქტური თავურით გახსნა ანგარიში. ბარსას მხოლოდ მაშინ ეშველა, როცა ბუსკეტსი და მესი მოედანზე გამოვიდნენ. სწორედ არგენტინელის პასის წყალობით 84-ე წუთზე გოლი კიდევ ერთმა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა მუნირ ელ ჰადადიმ გაიტანა. მესის აქტიურმა თამაშმა გუნდს ისევ დაუბრუნა შანსი, რომელიც მის გამოსვლამდე არ ჩანდა, თუმცა მოგებისთვის ბარსას დრო აღარ ეყო. 

სერხი რობერტო ტოტენჰემთან თამაშს ალბათ, გამოტოვებს

კვლავ ძალიან "აჭრილია" ჟერარდ პიკე, რომელმაც ბოლო დროს უხეშ შეცდომებს მოუხშირა. ტრავმა მიიღო სერხიო რობერტომ, რომლის თამაშიც ჩემპიონთა ლიგის უახლოეს ტურში ტოტენჰემის წინააღმდეგ ძალზე საეჭვოა.

მატჩის შემდეგ მესიმ ყვითელი ბარათი მიიღო

9 ქულას ველოდით და 2 ავიღეთ

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონას მწვრთნელი): "ეს უნდა ყოფილიყო 9-ქულიანი კვირა და ჩვენ სინამდვილეში 2 ქულა ავიღეთ. მძიმე კვირა გამოდგა, მიზანს ვერ მივაღწიეთ. მოსამატებელი გვაქვს და შეტევაში ბალანსის დაცვა გვიჭირს. 10 მატჩში 4 თამაში გვაქვს, ამიტომ დავსვი სკამზე მესი. ლეო და ბუსკეტსმაც უნდა დაისვენონ. სხვანაირად შეუძლებელია. ვიცი, რომ სარისკო გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ყველაფერი კარგად რომ დასრულებულიყო, ამ კითხვას არ დამისვამდით".

ბარსელონა 1:1 ბილბაო - მატჩის საუკეთესო მომენტები

ბარსელონა 1:1 ბილბაო

Posted by Silk Sport on შაბათი, 29 სექტემბერი, 2018

საინტერესო ფაქტები

► მუნირმა ბარსას მაისურით ლა ლიგაში 2016 წლის მარტის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.

► ამ სეზონში ბარსელონას ფეხბურთელებმა 8-ჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, აქედან 6 მორტყმა ლეო მესის ანგარიშზეა.

► კამ ნოუზე ბარსამ ლა ლიგაში იანვრის მერე პირველად დათმო პირველი ტაიმი. 

► მარკ ანდრე ტერ შტეგენმა ბარსელონას მაისურით 150-ე მატჩი ითამაშა. 

ბარსელონა 1:1 ბილბაო 

გოლები: 0:1 დე მარკოსი (41), 1:1 ელ ჰადადი (84)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - არტ. ვიდალი (55. მესი), სერხი რობერტო (51. ბუსკეტსი), რაკიტიჩი - დემბელე (80. ელ ჰადადი), ლ. სუარესი, კოუტინიო

სოსიედადი 0:1 ვალენსია

გოლები: 0:1 გამეირო (36)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვეზუ, გაბრიელ პაულისტა, დიაქაბი, ლატორე - სოლერი, პარეხო, კონდოგბია (76. კოკლენი), ჩერიშევი (60. გედეში) - გამეირო, ბაჩუაი (68. როდრიგო) 

გამოუყენებელი პენალტი: ვილიან ჟოზე (67. რეალ სოსიედადი)

კომენტარები

ბოლო ამბები