Thumbnail
  • ბაქოში 5 მედალი ქართული წარმომავლობის ძიუდოისტებმა მოიპოვეს
  • ნიკა შერაზადიშვილი, უშანგი კოკაური, რობერტ მშვიდობაძე და სხვები 

ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი - თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამ ტურნირზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგი გაიმეორა - ქართველმა ძიუდოისტებმა 2007 წლის პირველობაზეც სამივე სინჯის მედალი დაისაკუთრეს. აზერბაიჯანის დედაქალაქში საქართველოს ნაკრები სულ 9 ძიუდოისტით გამოვიდა. ჩემპიონობა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (-100) გახდა, ხოლო ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმა (-60) მოიპოვა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში, ვაჟებში მესამე ადგილი დაიკავა, იაპონიისა და სამხრეთ კორეის შემდეგ. 

საქართველოს ნაკრების შედეგი შთამბეჭდავი და გასახარია, მაგრამ ქართულ ძიუდოსა და მთლიანად ქართულ სპორტში არსებულ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაზე აუცილებლად დაგვაფიქრებს ის ფაქტი, რომ ჩემპიონატზე კიდევ ხუთი მედალი - ერთი ოქრო და წყვილი ვერცხლი და ბრინჯაო, სხვადასხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე ქართული წარმომავლობის ძიუდოისტებმა მოიპოვეს.   

ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ოქრო, -90 კგ)

შერაზადიშვილმა ესპანური ძიუდოის ისტორია დაწერა

საქართველოდან ესპანეთში 8 წლის წინ გადაბარგებულმა ნიკო შერამ (როგორც მას ხშირად ესპანეთში ეძახიან) ამ ქვეყნისთვის ისტორიულ წარმატებას მიაღწია - ის გახდა პირველი ესპანელი ძიუდოისტი, რომელმაც ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. აქამდე 22 წლის შერაზადაშვილის საუკეთესო მიღწევა შარშან თითო გრან სლემისა და გრან პრის მოგება იყო.

შერაზადიშვილის მოგებული ფინალი

უშანგი კოკაური (+120, ვერცხლი)

მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმე წონაში ფინალი "ქართული" გამოვიდა - გურამ თუშიშვილმა ოქრო დაძაბულ ბრძოლაში მასპინძელთა დროშის ქვეშ მოჭიდავე უშანგი კოკაურის დამარცხებით მოიპოვა.

26 წლის კოკაურმა აზერბაიჯანის სახელით გამოსვლა წლების წინ, საქართველოს ნაკრებში დიდი კონკურენციის გამო გადაწყვიტა, მას შემდეგ კი ამ ქვეყნის სახელით რიოს ოლიმპიადაზეც იჭიდავა. აქამდე მისი საუკეთესო მიღწევა 2015-16 წლებში, შესაბამისად აფრიკისა და ევროპის თასებზე მოპოვებული ოქროს მედლები იყო.

თუშიშვილისა და კოკაურის ფინალი

რობერტ მშვიდობაძე (-60 კგ, ვერცხლი)

ბაქოში, უმჩატეს წონაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა გორელმა რობერტ მშვიდობაძემ იზეიმა, რომელიც რუსეთში 2008 წლის შემდეგ გადაბარგდა და ამ ქვეყნის დროშის ქვეშ გამოდის. 29 წლის მშვიდობაძეს ჭაბუკთა დონეზე გარკვეული წარმატებები საქართველოშიც ჰქონდა, რუსეთის დროშის ქვეშ ბოლო დრომდე მისი ყველაზე დიდი მიღწევა კი შარშან ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება იყო. 

მშვიდობაძემ (მარცხნივ) ბაქოში ჯერ მხეიძეს მოუგო, შემდეგ  - პაპინაშვილს

მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ წონით კატეგორიაში სხვა ქვეყნის სახელით, ეროვნებით ქართველმა კიდევ რამდენიმე ძიუდოისტმა იასპარეზა: ბეთქილ შუკვანმა (ბექირ ოზლუ, თურქეთი), ლუკა მხეიძემ (საფრანგეთი) და თორნიკე ჭკადუამ (ჰოლანდია). 

გიორგი ზანთარაია (-66 კგ, ბრინჯაო)

ზანთარაიას მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჯამში 6 მედალი აქვს მოპოვებული

სოხუმელი ძიუდოიტი უკრაინაში გადაბარგებისა და ამ ქვეყნის სახელით მოპოვებული პირველი გამარჯვებების შემდეგაც არ ივიწყებდა ისტორიულ სამშობლოს და ერთი ხანობა, საქართველოს ნაკრებში მიწვევასაც ელოდა, თუმცა საბოლოოდ ეს არ მოხდა.

ზანთარაიამ ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაო კარიერაში მეოთხედ მოიგო, უკეთესი შედეგები კი 2009 და 2010 წლებში ჰქონდა - შესაბამისად, ოქრო და ვერცხლი.  

ვედათ ალბაირაქი (-81 კგ, ბრინჯაო)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონისა და ევროპის ორგზის ჩემპიონის გიორგი რევაზიშვილის ვაჟი - ვანო რევაზიშვილი ჯერ საბერძნეთის სახელით (რომან მასტოპულოსის) გამოდიოდა, ახლა კი თურქეთის ნაკრებშია, რომლის მწვრთნელი ირაკლი უზნაძეა. ალბაირაქის ბრინჯაო თურქეთისთვის ისტორიულია - ამ ქვეყანამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი პირველად მიოპოვა.  

რევაზიშვილი თურქული ძიუდოს ისტორიაში შევიდა

25 წლის ძიუდოისტს აქამდე კარიერაში ორი გრან პრი ჰქონდა მოგებული და აქედან ორი - წელს გაზაფხულზე. 

ამავე წონაში ბაქოში ქართული წარმომავლობის ანრი ეგუტიძეც გამოდიოდა, რომელმაც მეორე წრეში ზებედა რეხვიაშვილი დაგვიმარცხა, თავად კი ტურნირს ⅛-ფინალიდან გამოეთიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები