Thumbnail
  • გერმანული ჰოფენჰაიმი ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში გამარჯვებასთან ახლოს იყო
  • დონეცკის შახტარი მარცხისგან მაიკონმა იხსნა
  • დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა

მანჩესტერ სიტი 1:2 ლიონი

გოლები: 0:1 კორნეტი (26), 0:2 ფეკირი (43), 1:2 ბ.სილვა (67)

სიტი (4-3-3): ედერსონი, მენდი, ლაპორტე, სტოუნსი, უოკერი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (55. სანე) დ.სილვა, სტერლინგი (76. მაჰრეზი), ბ.სილვა, ჟესუსი (63. აგუერო)

ლიონი (4-4-1-1): ლოპესი, რაფაელი (76. დუბიო), მარსელო, დენაიერი, მენდი, ოუარი, დიოპი, ნდომბელე, კორნეტი (92. ტრაორე), ფეკირი (79. ტუსარი), დეპაი

შაბათს ფულემთან გამარჯვების შემდეგ, პეპ გვარდიოლა საკუთარი გუნდის თამაშით მაინც უკმაყოფილო იყო. ესპანელი ამბობდა, რომ მისი ფეხბურთელები მომენტებს ვერ იყენებნ და რომ მარტივ სიტუაციებში სიტი ხშირად იბნეოდა.

გვარდიოლა იმედოვნებდა, რომ ლიონთან მატჩამდე მოთამაშები კონცენტრირებას შეძლებდნენ, თუმცა სულ ტყუილად, სიტი სახლში საფრანგეთის ლიგა 1-ის მეშვიდე ადგილოსანთან დამარცხდა, კი ლიონი საუკეთსო ფორმაში არაა, მაგრამ ბრუნო ჟენეზიოს გუნდმა პირველივე მატჩში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

შახტარი 2:2 ჰოფენჰაიმი

გოლები: 0:1 გრილიჩი (6), 1:1 ისმაილი (27), 1:2 ნორდტვეიტი (38), 2:2 მაიკონი (81)

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - ბუტკო, ხოჭოლავა, რაკიცკი, ისმაილი - სტეპანენკო, ალან პატრიკი (76. მაიკონი) - მარლოსი, ტაისონი, ბოლბატი (56. კოვალენკო) - ჟუნიორ მორაეში.

ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ნორდტვეიტი, ფოგტი, პოში - კადერაბეკი, ბიტენკური (64. დემირბაი), გრილიჩი, კრამარიჩი (85. ნელსონი), შულცი - ჯოელინტონი, სალაი (75. ცუბერი).

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებაზე ოცნებობდნენ და ახლოსაც იყვნენ სამ ქულასთან, ჰოფენჰაიმისთვის ეს ფრე მაინც ისტორიული და, პრინციპში მისაღებია. გერმანულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაში პირველად ითამაშა და გამოცდილ შახტართან სტუმრად არ წააგო - ჰოფესთვის ესეც საქმეა.

“სოფლელების” მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი, რომელიც 31 წლის და 58 დღისაა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა!

დონეცკელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ.

კომენტარები

ბოლო ამბები