Thumbnail

ქართველი სპორტსმენების წარმატება კანადასა და პოლონეთში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბადრი პაქსაშვილის ვერცხლის მედალი კანადიდან
  • ზურაბ კინწურაშვილის და ბექა ქავთარაძის ოქროს მედლები პოლონეთიდან

14-16 სექტემბერს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში და კანადის ქალაქ ვანკუვერში, ტაეკვონდოში, G1 კლასის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირები გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდიც იყო წარმოდგენილი. ქართველმა სპორტსმენებმა ორივე ტურნირზე წარმატებას მიაღწიეს.

კანადაში საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთი სპორტსმენით იყო წარმოდგენლი. 58 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბადრი პაქსაშვილმა 3 ბრძოლა მოიგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ფინალური შეხვედრის დროს მას ხელის ტრავმა გაუმწვავდა, რის გამოც გადამწყვეტი ორთაბრძოლა ნაადრევად შეწყდა.

პოლონეთში საქართველოს ნაკრები 5 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი:

1. ზურაბ კინწურაშვილი 51კგ ( იუნიორი)
2. ლუკა გელდიაშვილი 63კგ. ( იუნიორი)
3. ბექა ქავთარაძე 63კგ. 
4. არშაკ კირაკოსიანი 68კგ. 
5. მერაბ შუკაკიძე 68კგ

ზურაბ კინწურაშვილმა და ბექა ქავთარაძემ უმაღლესი სინჯის მედლები მოიპოვეს. ორივე მათგანმა ხუთ-ხუთი შეხვედრა გამართა და ყველა წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ზურაბ კინწურაშვილს ოქტომბერში ახლაგაზრდულ ოლიმპიადაზე უწევს გამოსვლა.

კომენტარები

ბოლო ამბები