Thumbnail
  • შეცვლაზე შემოსულმა ფირმინომ ლივერპულს მოაგებინა
  • კლოპმა ტუხელი ისევ დაამარცხა და ლიგის სეზონი კარგად დაიწყო
  • კარლო ანჩელოტის ნაპოლიმ ბელგრადში ფრე ითამაშა

სანხაობრივად დაიწყო ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფი, უფრო სწორი ვიქნებით თუ ვიტყვით რომ ასეთი მხოლოდ ენფილდის მატჩი იყო, სადაც იურგენ კლოპმა ძველი მეტოქე - ტომას ტუხელი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ლივერპული 3:2 პსჟ

გოლები: 1:0 სტარიჯი (30), 2:0 მილნერი (36/პენ), 2:1 მონიე (40), 2:2 მბაპე (83), 3:2 ფირმინო (92)

ლივერპული (4-3-3): ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, ვან დაიკი, გომესი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ვაინალდუმი, მანე, მილნერი, სალაჰი, სტარიჯი (72. ფირმინო)  

პსჟ (4-3-3): არეოლა, მონიე, სილვა, კიმპემბე, ბერნატი, მარკინიოსი, რაბიო, დი მარია (80. ჩუპო-მოტინგი), ნეიმარი, კავანი (80. დრაქსლერი), მბაპე

შეხვედრაში ანგარიში დანიელ სტარიჯმა თავური დარტყმით გახსნა. სტარიჯმა მიკრო-ტრამვიანი ფირმინო (რომელიც თამაშში მოგვიანებით ჩაერთო) კარგად შეცვალა, მთელი მატჩი აქტიური იყო და გოლის გატანაც შეძლო.

შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის, საგოლე გადაცემების მხრივ საუკეთესო მოთამაშემ - ჯეიმს მილნერმა სხვაობა ორამდე პენალტით გაზარდა. ტაიმის მიწურულს კი პარიზელთა მარჯვენა მცველმა თომას მონიემ ერთი ბურთი გაქვითა.

ლივერპული 3:2 პსჟ (გალერეა)

ლივერპული 3:2 პსჟ (გალერეა)

ლივერპული 3:2 პსჟ (გალერეა)

ლივერპული 3:2 პსჟ (გალერეა)

ლივერპული 3:2 პსჟ (გალერეა)

ლივერპული 3:2 პსჟ (გალერეა)

მატჩის ბოლოს, ჯერ ანგარიში კილიან მბაპემ გაათანაბრა, ხოლო ბოლო წამზე შეცვლაზე შემოსულმა რობერტო ფირმინომ წითლებს მოაგებინა. ლივერპულმა მატჩი ჩვეული სისწრაფეებით და დინამიკით ჩაატარა, ხოლო ტუხელის გუნდი ინტერტული იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, სადაც პარიზელების მატჩის სტრატეგია, ძირითადად არაფრის მომცემ კონტრშეტევებზე იყო აგებული.

ცრვენა ზვეზდა 0:0 ნაპოლი

ცრვენა ზვეზდა (4-2-3-1): ბორიანი, როდიჩი, სავიჩი, დეგენეკი, სტოიკოვიჩი, კრსტიჩიჩი, იოვიჩიჩი, მარინი (87. სიმიჩი), კაუსიკი, ელ ფარადუ ბენი, ბოაკიე (81. პავკოვი)

ნაპოლი (4-3-3): ოსპინა, ჰიუსაი, ალბიოლი, კუბილაი, რუი, ჟელინსკი (75. ჰამშიკი), რუისი, ალანი (61. მერტენსი), ინსინიე, კალეხონი (75. ოუნასი), მილიკი

შედარებით უღიმღამო გამოდგა ბელგრადში გამართული C ჯგუფის მატჩი, სადაც ცრვენა ზვეზდამ კარლო ანჩელოტის ნაპოლის უმასპინძლა, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.

"დღეს ასეთ რთულ ჯგუფში 2 ქულა დავკარგეთ, დასანანია, თუმცა ჯერ კიდევ 5 მატჩი გვაქვს წინ" განაცხადა მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები