Thumbnail

ქართველებს მწვრთნელი მოუხსნეს, სან ხოსემ შემცვლელი უკვე იპოვა

  • მიქაელ შტარე სან ხოსემ თანამდებობიდან გაათავისუფლა
  • შვედი მწვრთნელი ამერიკელმა სტივ რალსტონმა შეცვალა

სან ხოსეს ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას გუნდი ბოლო ტურში კანზასთან განადგურდა, კალიფორნიელებმა 5:1 წააგეს.

მიქაელ შტარე ამერიკულ კლუბში ათი თვის განმავლობაში მუშაობდა. შვედი 2017 წლის ნოემბრიდან ედგა სან ხოსეს სათავეში. ის ამერიკის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სტივ რალსტონმა ჩაანაცვლა.

ამერიკული მედია მკაცრად აკრიტიკებდა შვედ მწვრთნელს. mercurynews-მა შტარეს გაშვების მიზეზებზე დაწერა. ამერიკულმა ვებ-გვერდმა ერთ-ერთ მომენტში გურამ კაშიას ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართველი მცველის დამატებამაც კი ვერ გადაჭრა დაცვის ხაზში პრობლემები.

სან ხოსე ახალ მწვრთნელთან ერთად პირველ მატჩს ატლანტა იუნაიტედთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები