Thumbnail

შვეიცარიელის და გერმანელის ზუსტი გასროლები | არსენალს ფერი უბრუნდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • არსენალმა 2 წაგების შემდეგ ზედიზედ მესამედ მოიგო
  • ნიუკასლი სეზონში მეოთხედ დამარცხდა

მართალია, მატჩი "სენტ ჯეიმს პარკზე" გაიმართა, მაგრამ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ინიციატივას არსენალი ფლობდა. ლონდონელთა უფრო მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა და გამარჯვებაც მათ დარჩათ.

მეთოფეებმა გოლები 9-წუთიანი ინტერვალით გაიტანეს. 49-ე წუთზე შვეიცარიელმა საყრდენმა გრანტ ჯაკამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა, ხოლო 58-ეზე მესუთ იოზილს საჯარიმოს წინა ხაზთან ნიუკასლელისგან ასხლეტილი ბურთი მიუვიდა და გერმანელმა სნუკერის დიდოსტატივით დაარტყა - არცთუ ძლიერად, მაგრამ უზუსტესად, თანაც ბურთი გზად ორ მეტოქეს ფეხებშუა გაუძვრა.

მასპინძლებმა პირველ კომპენსირებულ წუთზეღა შეძლეს ერთი გოლის გაქვითვა: ირლანდიელმა კიარან კლარკმა ნიუკასლის ლეგენდარული გოლეადორის, ალან შირერის სტილში, კლასიკური თავურით ფლანგური ჩაწოდება დააგვირგვინა.

ამ გამარჯვებას უნაი ემერის გუნდის სატურნირო მდგომარეობა დიდად არ შეუცვლია, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უთუოდ სოლიდური მნიშვნელობა ექნება - შეიძლება ითქვას, გუნდმა საკუთარ თამაშს მიაგნო.

ნიუკასლი 1:2 არსენალი

გოლები: 0:1 ჯაკა (49), 0:2 იოზილი (58), 1:2 კლარკი (90)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელიერინი, მუსტაფი, პაპასტათოპულოსი, მონრეალი - გენდუზი (46, ტორეირა), ჯაკა - იოზილი, რემზი (80, უელბეკი), ობამეიანგი (69, მხითარიანი) - ლაკაზეტი

კომენტარები

ბოლო ამბები