Thumbnail

დიდი 10 | ბათუმმა ლელოს სტუმრად მოუგო და ჩემპიონატში გალიდერდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლელომ ახალ სეზონში პირველი მარცხი განიცადა
  • ბათუმმა მეორე გამარჯვება მოიპოვა

დიდი 10-ის მესამე ტური ლელოსა და ბათუმის დაპირისპირებით გაიხსნა. ლელოს ორიდან ორივე მატჩი მოგებული ჰქონდა. ბათუმი კი წინა ტურში, საკუთარ მოედანზე, ხარებთან მოულოდნელად დამარცხდა.

გუნდებმა პირველ ნახევარ საათში ორ-ორი ჯარიმა გაიტანეს. 30-ე წუთზე კი ხვიჩა ბუჯიაშვილმა ლელო დადო და ბათუმი შეხვედრაში პირველად დააწინაურა. ბათუმელებმა ტაიმის ბოლოს საჯარიმო ლელოც მოიპოვეს და პირველი ნახევარი 14-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

სტუმრებმა მეორე ტაიმში ორი ჯარიმა გაიტანეს, მასპინძლებმა კი ლელოს დადება შეძლეს, რომელიც მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა. ბათუმმა 26:13 მოიგო და ჩემპიონატში დროებით გალიდერდა. ლელო კი სეზონში პირველად დამარცხდა.

ლელო სარასენსი
ლელო: სვიმონიშვილი
გარდასახვა: კვირკაშვილი
ჯარიმა: კვირიკაშვილი x2

ბათუმი
ლელო: ბუჯიაშვილი.
გარდასახვა: ნინიძე
ჯარიმა: ნინიძე x4

კომენტარები

ბოლო ამბები